Samsung Galaxy S7
Samsung Galaxy S7
Samsung Galaxy S7

Samsung Galaxy S7

მეორადი, ამერიკიდან - თითქმის ახალი, ყუთით, ორიგინალი აქსესუარებით და 6 თვიანი გარანტიით

Regular price 539.00 ლარი Sale / განვადებით თვეში 32 ლარი

ვეთანხმები წესებს და პირობებს

რას გთავაზობთ:

Samsung Galaxy S7 ამერიკიდან - თითქმის ახალი, 10-დან 9 შეფასებით - საუკეთესო ფასად საქართველოში.

  • მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე
  • 6 თვიანი გარანტია
  • ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში იცვლება ან თანხა გიბრუნდებათ უკან
  • აშშ-ში შეძენის, ტრანსპორტირების და განბაჟების ოფიციალური დოკუმენტაციით
  • უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით
  • განვადებით შესაძენად შეავსეთ ზემოთ მოცემული ორი მარტივი ველი

მოკლე აღწერა:

Samsung Galaxy S7 მსოფლიო ბაზარზე 2016 წლის თებერვლიდან ჩნდება. სმარტფონს აქვს 5.10 ინჩიანი Quad HD სუპერ AMOLED ეკრანი რეზოლუციით 1440x2560 პიქსელი (577 პიქსელი ერთ ინჩზე).

Galaxy S7 აღჭურვილია Qualcomm-ის ყველაზე ძლიერი Snapdragon 820 სისტემის ჩიპით დეფლექტორის ქვეშ და აქვს 12 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც ბატარეის ეკონომ რეჟიმზეც იდეალურად ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი კი მუშაობს Android 6 Marshmallow-ს ახალ TouchWiz-ზე. და დიახ, microSD კარტა დაბრუნდა, რითაც შეგიძლიათ 200GB-მდე შიდა მეხსიერების მიღება. Galaxy S7-ს ასევე აქვს ძლიერი 3000mAh მოხსნადი ბატარეა, რასაც ემატება IP68 წყალგამძლე კორპუსი.

სმარტფონში, რომელიც  152 გრამს იწონის შეგიძლიათ მოათავსოთ ერთი სიმ ბარათი, ხოლო მისი ფიზიკური პარამეტრებია 142.40 x 69.60 x 7.90 (სიმაღლე x სიგანე x სისქე).

Samsung Galaxy S7 განვადებით

Samsung Galaxy S7 განვადებით თვეში 44 ლარი ღირს!

გაითვალისწინეთ, რომ ეს მოდელი საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ შემოდის და ახალ მდგომარეობაში მისი ყიდვა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცადეთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ ჩამოტანილი მეორადი ტელეფონებიც ახალივით გამოიყურება, ფასი იმაზე გაცილებით დაბალია მათ შორის განვადებითაც, ვიდრე წინა წლებში ახალი ღირდა.

განვადებით ყიდვისთვის, გთხოვთ შეავსოთ ამ გვერდის ზედა ნაწილში არსებული 2 ველიანი მარტივი ფორმა, დააჭიროთ "განვადებით ყიდვის" ღილაკს და დაელოდოთ ზარს ჩვენი გუნდისგან. რამდენიმე წუთში ოპერატორები ყველა დეტალს აგიხსნიან და განაცხადი ბანკში გადაიგზავნება.

შიდა განვადება ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში ჯერჯერობით არ მოქმედებს, თუმცა გვაქვს საუკეთესო პირობები ონლაინ საბანკო მომსახურების შემთხვევაში.

Samsung Galaxy S7 ყიდვა

გარდა განვადებისა, სამსუნგის ამ მობილური ტელეფონის ყიდვა პირდაპირ საიტზეც შეგიძლიათ, თქვენი საბანკო ბარათის მეშვეობით.

ბარათით შეკვეთის დაფიქსირებისა და მისამართის შეყვანის შემდეგ ოპერატორები დაგიკავშირდებიან და დამატებით მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გამოგეგზავნებათ შეკვეთის დასადასტურებლად.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიც საიტის ზედა ნაწილში ან საკონტაქტო გვერდზე გახლავთ მითითებული.

რა არის Samsung Galaxy S7 ფასი?

მეორადი Galaxy S7-ის ფასი, რომელიც ახალივით გამოიყურება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაცილებით დაბალია ვიდრე ის წინა წლებში ახალ მდგომარეობაში ღირდა და 830 ლარს შეადგენს. 

მომავალში, ვეცდებით ის კიდევ უფრო დავწიოთ, თუმცა უახლოეს თვეებში, ამერიკულ ბაზრებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ეს საუკეთესო შეთავაზება გახლავთ მთელ ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

მომხმარებლის შეფასებები