Apple iPhone 7
მეორადი, ამერიკიდან - თითქმის ახალი, ყუთით, ორიგინალი აქსესუარებით და 6 თვიანი გარანტიით
Regular price
879.00 ლარი
Sale
/ განვადებით თვეში 49 ლარი
რას გთავაზობთ:
Apple iPhone 7 ამერიკიდან - თითქმის ახალი, 10-დან 9 შეფასებით - საუკეთესო ფასად საქართველოში.
- ყუთით და ორიგინალი აქსესუარებით (ყურსასმენი + USB კაბელი + ბრონი + სიმ კარტის ამოსაღები)
- მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე
- 6 თვიანი გარანტია
- ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში იცვლება ან თანხა გიბრუნდებათ უკან
- აშშ-ში შეძენის, ტრანსპორტირების და განბაჟების ოფიციალური დოკუმენტაციით
- უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით
- განვადებით შესაძენად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ორი მარტივი ველი
მოკლე მიმოხილვა:
iPhone 7-ის გაყიდვა Apple-მ 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ის ფართოდ აღიარებული და მოთხოვნადი აიფონ 6s-ის შთამომავალია. 7-ის დეტალები, როგორიცაა - დიზაინი, მუშაობის ხარისხი და მომხმარებელთა გამოცდილება შესამჩნევადაა გაუმჯობესებული და დახვეწილი.
აიფონ 7-ის შემთხვევაში ფორმები და ზომა უცვლელი დარჩა, თუმცა დაემატა ახალი glossy და matte black ფერები. ამასთან ტელეფონი წარმოებულია წყალგამძლე IP67-certified ტექნოლოგიით. 12-მეგაპიქსელიანი iSight კამერა აჭურვილია ოპტიკური სურათის სტაბილიზაციით, უფრო ფართო F1.8 აპერტურით და LED TrueTone ნათებით, რომლიც საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი გამოსახულება ბატარეის ეკონომ რეჟიმში მუშაობის დროსაც.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბატარეის აქტივობაც საგრძნობლად გაიზარდა და დამატებით 2 საათით გახანგრძლივდა. ასევე, ახალი A10 Fusion ჩიპი 40%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე წინამორბედი A9 და გვაძლევს სიმძლავრის გაუმჯობესებულ ეფექტს. აღნიშნულ მოდელს არ აქვს აუდიო ჯეკი, თუმცა შეფუთვაშია Lightning connector ყურსასმენი და 3.5 მმ-იანი მანათობელი გადამყვანი.
iPhone 7 ფუნქციონირებს iOS 10-ით და არის ერთ Nano-SIM ბარათიანი სმარტფონი. მისი ფიზიკური პარამეტრებია 138.30 x 67.10 x 7.10 (სიმაღლე x სიგანე x სისქე) და 138 გრამს იწონის.
iPhone 7 ფასი
iPhone 7 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი გახლავთ და მისი ფასი როგორც წესი მნიშვნელოვანწილად ცნობილია მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, ვცდილობ მეორადის შემთხვევაში ის მაქსიმალურად განსხვავდებოდეს ახლისგან, რომელიც თავის მხრივ, სულ უფრო ცოტა რაოდენობით შემოდის საქართველოში და ზოგიერთი ფერისა და მეხსიერების ვარიანტები უკვე დეფიციტურია.
გამომდინარე იქიდან, რომ შენაძენს მოყვება ძვირადღირებული ყურსასმენებიც, ფასი ჯერჯერობით 1349 ლარია, თუმცა ჩვენი გუნდი ცდილობს დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად შეინარჩუნოს ეს ღირებულება და ამით კიდევ უფრო მეტი სხვაობა დააფიქსიროს ახალ მოდელთან შედარებით.
iPhone 7 განვადებით
საგანვადებო პირობები მეორად მობილურ ტელეფონებზე მობიფაიში ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და გამორჩეულია მთელ ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს TBC, კრედო ან BOG-ის ონლაინ განვადებით, ხოლო განაცხადის შევსება ყველაზე ადვილია, უნიკალური, ქოლ ცენტრზე დამყარებული სისტემის მეშვეობით, რის გასაკეთებლადაც თქვენ მხოლოდ 2 ველის, სახელისა და გვარის და ტელეფონის ნომრის დაფიქსირება გჭირდებათ, დანარჩენზე კი ოპერატორები იზრუნებენ, თქვენი მინიმალური დროისა და ჩართულობის საფასურად:
- განვადების განაცხადის სასურველ ბანკში გადაგზავნის შემდეგ პასუხს რამდენიმე წუთში მიიღებთ;
- როგორც წესი, ის წინასწარი შენატანისა და დამატებითი დოკუმენტაციის გარეშეა;
- დამტკიცებულ განვადებაზე ხელმოწერა ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალში შეგიძლიათ;
- ამით შეკვეთა საბოლოოდ დასტურდება.
iPhone 7 ყიდვა
მათ ვისაც აიფონ 7-ზე განვადება, ან პირდაპირ ყიდვა სურთ, მობიფაი გთავაზობთ ყველაზე მოსახერხებელ, მარტივ, საერთაშორისო სტანდარტებით დაცულ და ინფორმაციულ ვებ-გვერდს ონლაინ მაღაზიებს შორის, სადაც ფასიც, მომსახურებაც და თავად ტელეფონების ხარისხიც საუკეთესოა.
დამატებით, იხილეთ რამდენიმე საინტერესო პოსტი მეორადი მობილური ტელეფონების და კონკრეტულად ამ მოდელის შესახებ ჩვენს ბლოგზე: