Apple iPhone 5S
Apple iPhone 5S
Apple iPhone 5S
Apple iPhone 5S
Apple iPhone 5S

Apple iPhone 5S

მეორადი, ამერიკიდან - თითქმის ახალი, აქსესუარებით და 6 თვიანი გარანტიით

Regular price 299.00 ლარი Sale / განვადებით თვეში 17 ლარი

ვეთანხმები წესებს და პირობებს

 რას გთავაზობთ:

Apple iPhone 5S ამერიკიდან - თითქმის ახალი, 10-დან 9 შეფასებით - საუკეთესო ფასად საქართველოში.

  • აქსესუარები (ყურსასმენი + USB კაბელი + ბრონი + სიმ კარტის ამოსაღები)
  • მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე
  • 6 თვიანი გარანტია
  • ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში იცვლება ან თანხა გიბრუნდებათ უკან
  • აშშ-ში შეძენის, ტრანსპორტირების და განბაჟების ოფიციალური დოკუმენტაციით
  • უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით
  • განვადებით შესაძენად შეავსეთ ზემოთ მოცემული ორი მარტივი ველი

მოკლე აღწერა:

აიფონ 5s გაყიდვაში 2013 წლის სექტემბერში ჩაეშვა. თუ არ ჩავთვლით, რომ დაემატა ახალი Space Gray და Gold ფერები, არ განუცდია რადიკალური დიზაინერული ცვლილებები აიფონ 5-თთან მიმართებაში. ფუნქციურად კი მთავარ ღილაკს დაემატა თითის ანაბეჭდის ამომცნობი.

ამომცნობი საშუალებას გაძლევთ ტელეფონზე კოდის მოხსნის, შენაძენის ავტორიზირების და სხვა საშუალებებს. უსაფრთხოდ იმახსოვრებს თქვენს თითის ანაბეჭდს A7 პროცესორში, სხვა პირებისგან მიუღწევლად. აღნიშნული პროცესორი პირველია აიფონის 64 ბიტიანი ჩიპსეტისთვის. 

iSight კამერა ისევ 8 მეგაპიქსელიანია, თუმცა არის საკმაოდ გაუმჯობესებული - ფართო აპერტურით და slow-mo ვიდეო გადაღებით. ასევე აღსანიშნავია ორ ტონიანი LED ნათება, რომელიც გვეხმარება ზედაპირის ნატურალურ ფერების დაფექსირებაში.

iPhone 5s კითხულობს ერთ Nano-SIM-ს და აღჭურვილია 1570mAh ბატარეით. ტელეფონი იწონის 112 გრამს და მისი ფიზიკური პარამეტრებია - 123.80 x 58.60 x 7.60 (სიმაღლე/სიგანე/სისქე).

Iphone-ს ეს მოდელი ბევრ მომხმარებელს ხშირად ერევა Apple-ს კიდევ ერთ სმარტფონში, Iphone Special Edition (iPhone SE)-ში. 

სინამდვილეში, Apple გვთავაზობს აიფონ SE-ს როგორც აიფონ 5C-ს და 5s-ის ალტერნატივას. ამიტომაც კომპანია აერთიანებს ამ ორი მოდელის მახასიათებლებს მეტწილად 5s-ის დიზაინით.

აიფონ SE-ს და 5s-ს შორის განსხვავება არ არის ზომით და დიზაინით. ორივე მოდელი არის 4.87 ინჩის სიმაღლის, 2.31 ინჩის სიგანის, და 0.30 ინჩის სისქის, თუმცა SE 11.3 გრამით მძიმეა (საეჭვოა მომხმარებელმა ეს განსხვავება შეამჩნიოს). სმარტფონები თითქმის ერთნაირად გამოიყურებიან - შემოსაზღვრული მეტალის რკალით, ალუმინის კორპუსით და მინის ორი სექციით ტელეფონის ზურგზე.

ორივეს აქვს 4 ინჩიანი ეკრანი, იდენტური 1,136 x 640-pixel რეზოლუციით. ღილაკები, კორპუსის დიზაინი, დამტენის პორტი, აუდიო ჯეკი ასევე იდენტურია, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავების აღმოჩენის. 

Apple-ის მტკიცება, რომ აიფონ SE ყველაზე მძლავრი 4 ინჩიანი სმარტფონია სამართლიანია, რადგან მონაცემებით საკმაოდ აღემატება აიფონ 5s-ს.

პირველ რიგში შეგვიძლია ჩიპსეტები შევადაროთ. აიფონ 5s იყენებს 64 ბიტიან Apple A7 ჩიპსეტს და შედგება ჩანერგილი M7 motion coprocessor-სგან. ეს ჩიპები არა ერთი, არამედ ორი თაობით ჩამორჩებიან აიფონ SE-ს A9 ჩიპსეტს და M9 coprocessor-ს. ამასთან, აიფონ SE-ს ა 2GB-იანი RAM (ოპერატიული) მეხსიერება ორჯერ აღემატება 5s-ის 1GB-ს.

აშკარაა, რომ iPhone SE ბევრად სწრაფი და მძლავრია, ვიდრე აიფონ 5S. მომხმარებლები კი მარტივად შეამჩნევენ განსხვავებას რეაგირების დროს, აპლიკაციების ჩატვირთვისა და ინსტალაციისას. ამასთან, SE-ს აქვს iPhone 6S-ის ჩიპსეტი. iOS-ის განახლებასთან ერთად SE-სგან განსხვავებით, 5S-სთვის უფრო რთული იქნება უახლეს ვერსიებზე მუშაობა, ამიტომაც გასაგებია რატომ შეწყვიტა Apple-მა მისი ონლაინ გაყიდვა.

აიფონ SE-ს უპირატეობა აქვს ბატარეის მხრივაც, მისი 1,642mAh სიმძლავრე აღემატება 5S-ის 1,560mAh ბატარეას. ეს არ გახლავთ დიდი განსხვავება (ისეთივე, როგორც  აიფონ SE-ს და მაგალითად Samsung Galaxy S7 შორის) თუმცა ღირს აღნიშვნად.  

ისევე როგორც ბატარეებს შორის, კამერების შემთხვევაშიც მკვეთრია აიფონ
SE-ს და 5S-ს შორის სხვაობა.

SE-ს აქვს 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რაც საკმაოდ აღემატება 5S-ის 8 მეგა პიქსელს, ამასთან სელფის კამერა ორივე მოდელს 1.2 მეგაპიქსელიანი აქვს. პიქსელის ზომა SE-ს შემთხვევაში უფრო მცირეა - 1.22 µm, ვიდე 5S-ის 1.5 µm. რაც განაპირობებს უკეთეს გამოსახულებას და ხარისხს აიფონ SE-ს სასარგებლოდ.

iPone SE-ს ვიდეო გადაღების ფუნქციებიც უკეთესი აქვს და შეუძლია გადაიღოს ვიდეო სხვადასხვა რეზოლუციით და სიჩქარით (4K-30 fps, 1080p- 60 fps, slow-motion, ა.შ..). ხოლო 5S-ს მხოლოდ 1080p-30 fps და 720p-120fps-ზე გადაღება შეუძლია, ასევე არ აქვს slo-mo. კამერის კომპონენტში SE დაახლოებით 3 წლით აღემატება 5S-ს და უპირატესობაც აშკარაა.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო iPhone 5s ფასი საქართველოში?

გაითვალისწინეთ, რომ ეს მოდელი საქართველოში აღარ შემოდის და რეალურად, ახალი მოდელის ყიდვა მხოლოდ ცალკეულ მაღაზიებში, შეზღუდული რაოდენობით, მარაგების ამოწურვამდე და მხოლოდ 16 GB-იანი Gold ფერითაა შესაძლებელი, ასე რომ iPhone 5s ფასი ძირითადად მეორადი ტელეფონების ინტერნეტ მაღაზიების შეფასებით განისაზღრება და უმჯობესია აქცენტი იმ შოპებზე გააკეთოთ, რომელთა ძირითადი მიმართულებაც მეორადი აიფონები გახლავთ.

დღეის მდგომარეობით, საუკეთესო შეთავაზება 495 ლარი გახლავთ, რაც 200 ლარით ნაკლებია ახალი მოდელის ღირებულებაზე.

სად ჯობს iPhone 5s ყიდვა, საქართველოში თუ ამერიკიდან გამოწერით?

მას შემდეგ, რაც iPhone 5s ყიდვა მხოლოდ მეორადი მოდელებისღაა შესაძლებელი, ბაზარზე არსებული დეფიციტიდან გამომდინარე, მომხმარებლებს არჩევნის გაკეთება მის ამერიკიდან გამოწერას ან საქართველოში ყიდვას შორის უწევთ. თითოეული მეთოდის სასარგებლოდ არსებობს გარკვეული არგუმენტები:

ამერიკიდან გამოწერა:

  • მეორადი ტელეფონი ნამდვილად ორიგინალია;
  • როგორც წესი ეს ვარიანტი უფრო იაფია;
  • იცით რა წინასწარ, რა მდგომარეობაშია ტელეფონი, გამორიცხავთ მის "გახსნას" ან შეკეთებული სტატუსით შეძენას.

საქართველოში ყიდვა:

  • შეგიძლიათ ტელეფონი ვიზუალურად ადგილზევე ნახოთ;
  • ფასზე ნაკლებად მოქმედებს დოლარის კურსი, ვინაიდან გამყიდველს ტელეფონი უკვე ჩამოტანილი აქვს, თუმცა ხშირად ზრდის შემთხვევაში ისინი ფასს მაინც აძვირებენ.

ჩვენ უპირატესობას ცხადია ამერიკიდან გამოწერის ვარიანტს ვანიჭებთ, თუმცა ზოგიერთი მოდელი სპეციალურად გვაქვს მომარაგებული ადგილზეც, იმ მსურველებისთვის, ვისაც სწრაფად სურს ყიდვა და თან ვიზუალური მდგომარეობაც ადგილზევე აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ პრობლემა 99%-ით გამორიცხულია.

მეორადი iPhone 5s ფასები

iPhone 5s ფასები ცვალებადია მეხსიერების და მდგომარეობის მიხედვით.

Mobify-ზე არსებული ფასები ასე გამოიყურება (არ იცვლება ფერების მიხედვით, განსხვავებით სხვა ბევრი მეორადი ტელეფონების მაღაზიისგან):

  1. 16 GB - 495 ლარი
  2. 32 GB - 655 ლარი
  3. 64 GB - 700 ლარი

რჩევები iPhone 5s განვადებით შეძენის წინ

თუ აიფონ 5ს განვადებით ყიდულობთ, გირჩევთ გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ:

  • დათვალეთ ჯამური გაძვირება, ის არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს ყველაზე ხანგრძლივი ვადის შემთხვევაში;
  • დააფიქსირეთ ყველა სახის შემოსავალი რაც გაქვთ, ამით ზრდით განვადების დამტკიცების შანსს;
  • იყიდეთ მხოლოდ სანდო მომწოდებლისგან, ამ შემთხვევაში Mobify საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია, საუკეთესო ფასითა და განვადების პირობებით, მომხმარებელთა სუპერ შეფასებებით ყველგან, საიტზეც, ფეისბუქ გვერდებსა და სხვა სოციალურ ქსელებში.

iPhone 5s მეორადი vs ახალი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდა იმისა, რომ ახალი ეს მოდელი მხოლოდ ოქროსფერი და 16 GB მეხსიერებით იყიდება, მნიშვნელოვანია ფასთა შორის სხვაობა და ის 200 ლარს შეადგენს.

ამას გარდა, დაცული ხართ არაორიგინალი აიფონის ყიდვისგან და გაყიდვის სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ეს იგივე ფასში მოახერხოთ, რაშიც შეიძინეთ, მეტნაკლებად სტაბილურია რა ფასები მეორადი მოდელების შემთხვევაში.

      მომხმარებლის შეფასებები