მიწოდება, ანგარიშსწორება და გარანტია
ანგარიშსწორება
Mobify.ge-ს მობილური ტელეფონის შეძენის ორი ვარიანტი არსებობს:
- ყიდვა განვადებით
- ყიდვა პირდაპირ გადახდით
პირველ შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქტის გვერდზე ირჩევს სასურველ მოდიფიკაციას (ფერი, მეხსიერება და ა.შ.) და აჭერს ბარათით გადახდას, სადაც შეჰყავს პირადი მონაცემები და მისამართდება დაცულ საბანკო გვერდზე, გადახდის ტრანზაქციის დასასრულებლად.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ თანხა მომხმარებლის ბარათიდან არ იჭრება მანამ, სანამ არ დადასტურდება ნივთის მარაგში არსებობა, ან მისი გამოწერის შესაძლებლობა ამერიკიდან, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.
ხოლო ტელეფონის განვადებით შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ირჩევს სასურველ ბანკს (განვადება შესაძლებელია თიბისი, საქართველოს, ლიბერთი და კრედო ბანკების ონლაინ განვადების სისტემების მეშვეობით), ათანხმებს პირობებს, მისი განაცხადი იგზავნება სასურველ ბანკში, დამტკიცების შემთხვევაში აწერს ხელს განაცხადს და ფიქსირდება შეკვეთა.
მიწოდება
ჩვენს საიტზე შეძენილ ყველა ტელეფონზე მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.
სურვილის შემთხვევაში მოხმარებელს შეუძლია თავად გაიტანოს შეძენილი ნივთი კომპანიის ოფისიდან.
გარანტია და უკან დაბრუნება
Mobify-ზე შეძენილ ყველა მობილურ ტელეფონს გააჩნია 6 თვიანი გარანტია, რომლის ფარგლებშიც უფასოდ გაიწევა ყველა შეკეთების მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელმა ნივთი მექანიკურად დააზიანა მისი გამოყენების პერიოდში.
აღნიშნულის შესახებ, სპეციალური დასკვნა იწერება კომპანიის საგარანტიო სერვისის მიერ და ეცნობება მომხმარებელს.
კომპანია იტოვებს უფლებას, საგარანტიო მომსახურების სრულად და საფუძვლიანად გასაწევად, დაიტოვოს ნივთი სერვის ცენტრში საჭიროებისამებრ, მომხმარებელთან შეთანხმებული ვადითა და პირობებით.
ტელეფონის შეძენიდან პირველი 1 კვირის მანძილზე ნებისმიერი წუნის აღმოჩენის ან გამოწერის შემთხვევაში ცუდ მდგომარეობაში ჩამოსვლის შემთხვევაში ნივთი მთლიანად იცვლება, საგარანტიო მომსახურების გარეშე, ან გადახდილი თანხა ბრუნდება უკან.
*პირობების ბოლო განახლება: 25 ივლისი, 2018 წელი