iphone 6s ფასი

iphone 6s-ის საშუალო ფასი ბაზარზე 1389 ლარია და მაღაზიების მიხედვით 1300-დან 1500 ლარამდე მერყეობს, თუმცა ჩვენს საიტზე მისი შეძენა 725 ლარად, ანუ თითქმის 50%-ით იაფად შეგიძლიათ!

ზოგადად, iphone 6s-ის ფასი სხვა მოდელებთან შედარებით ნაკლებად მცირდება, მასზე არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე და მეტ-ნაკლებ სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა ცხადია 2015 წლის შემდეგ მისმა ღირებულებამაც დაიწია, თანაც დაახლოებით 1000 ლარით.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირად მომხმარებელი ახალი მოდელის შეძენისასაც კი არ არის დაცული ტელეფონის ორიგინალობაში, ხოლო მეორადი მოდელების შეძენისას ფასი ხშირად ხელოვნურად გაბერილია და არ შეესაბამება რეალობას, ან არ მოყვება ყუთი, აქსესუარები, რამდენჯერმეა შეკეთებული და ა.შ.

iphone 6s-ის ფასების შედარებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ:

ახალი მოდელების შეძენისას:

  • რამდენად სანდოა მაღაზია სადაც ტელეფონს ყიდულობთ, როგორი შეფასებები აქვს და ა.შ.
  • აქვს თუ არა 1 წლიანი სრული საგარანტიო სერვისი
  • ცვლის თუ არა ტელეფონს შეძენიდან 1 კვირის მანძილზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში
  • გადაამოწმეთ ფასები სხვა მაღაზიებშიც, სასურველია, შეიძინოთ საშუალო ფასად, როგორც წესი ძალიან იაფი საეჭვოა, ძალიან მაღალი ფასი კი არარეალურად ძვირი.

ხოლო მეორადი iphone-ს გამოწერის შემთხვევაში:

  • მოყვება თუ არა ყუთი და აქსესუარები
  • რა სტატუსი აქვს ტელეფონს, გახსნილი და შეკეთებულია თუ საჩვენებელი მოდელია
  • აქვს თუ არა გარანტია და თუ აქვს რა პერიოდის მანძილზე მოქმედებს
  • რა არის ფასი, ვინაიდან როგორც წესი, 2016 წლამდე გამოსულ აიფონის მოდელებზე, ახალსა და მეორადს შორის სხვაობა 40%-ს მაინც უნდა შეადგენდეს
  • რამდენად პოპულარული ონლაინ მაღაზიიდან ყიდულობთ, როგორია გამოხმაურება სოციალურ ქსელებში და ა.შ.
  • შეგიძლიათ თუ არა ისარგებლოთ ონლაინ საბანკო განვადებით და რამდენად აძვირებს ბანკი ამ მომსახურებას. როგორც წესი, მსხვილ და სანდო ინტერნეტ მაღაზიებში გაძვირება უფრო მაღალია.

ყველა ამ პირობას, საბედნიეროდ, Mobify.ge აკმაყოფილებს :)