iphone 6s განვადებით

iphone 6s განვადებით შეძენა თითქმის ყველა ონლაინ ან ოფლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი, თუმცა პირობები რა თქმა უნდა განსხვავებულია, დამოკიდებულია ფასზე, ბანკზე რომელსაც ირჩევთ და თავად მაღაზიაზეც.

iphone 6s განვადებით

დღეს საშუალოდ, iphone 6s განვადებით რომ შეიძინოთ 24 თვეზე (ანუ 2 წელზე) თვეში 61 ლარის გადახდა მოგიწევთ - ახალი მოდელის შემთხვევაში. ეს თანხა მაღაზიის მიხედვით 60-დან 65 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება მეორად მოდელებს ამერიკიდან, აქ რა თქმა უნდა გაცილებით იაფია და განვადების ფასი თვეში მხოლოდ 39 ლარს შეადგენს, სადაც ყველა ხარჯია შესული.

აღსანიშნავია, რომ ეს ფასები დათვლილია თიბისი ბანკის განვადების შემთხვევაში. 

პირობები ოდნავ განსხვავებულია კრედო, ლიბერთი და საქართველოს ბანკის შემთხვევაში და უმჯობესია iphone 6s განვადებით შეძენისას ისინი დეტალურად დააზუსტოთ მაღაზიასთან.

ვინაიდან თვიურად გადასახდელ თანხებს ანუ ჯამურ ღირებულებას შორის სხვაობა საკმაო დიდია, დღეს მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი ახლის შეძენას ამერიკიდან მეორად თუმცა სასაჩუქრე მდგომარეობაში გამოწერას ამჯობინებს და თითქმის ორჯერ იაფი შეთავაზებით სარგებლობს.

iphone 6s-ის განვადებით შეძენისას გირჩევთ არ გამოგრჩეთ მხედველობიდან:

  1. გადაამოწმოთ საბანკო პროცენტი ანუ ჯამური გაძვირება
  2. არ დაიჯეროთ "0%-იანი გაძვირება", უფასო განვადება არ არსებობს, როგორც წესი მაღაზიები ან ბანკები საბანკო პროცენტს საკომისიოს არქმევენ და მოხმარებელს ის მაინც უძვირდება
  3. რაც უფრო მეტ თვეზე აკეთებთ განვადებას, ბანკის საკომისიო მით უფრო მაღალია
  4. არასდროს დათანხმდეთ შეთავაზებას, რომელიც ორი წლის მანძილზე 22%-ზე მეტად გიძვირებთ ტელეფონს. მაგალითად თუ ტელეფონი 1000 ლარი ღირს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ორწლიანი განვადების შემთხვევაში მისი ფასი 1220 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.