iphone 5s ganvadebit
iphone 5s, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად და შესაბამისად მისი განვადებით შეძენაც პრიორიტეტულია.
თუ მეორადი iphone 5s ganvadebit შეძენა გსურთ, მაშინ საუკეთესო პირობებს რა თქმა უნდა მობიფაი გთავაზობთ, ჩამოაქვს რა ტელეფონები ამერიკიდან თითქმის ახალ მდგომარეობაში და განვადების ფასიც საუკეთესოა: თვეში 29 ლარი!
განვადებით შეძენისას როგორც ახალი, ისე მეორადი მოდელის შემთხვევაში პირობები რა თქმა უნდა დამოკიდებულია ბანკზე, რომელსაც ირჩევთ, იმაზე, ონლაინ აკეთებთ თუ ოფლაინ და ასევე მაღაზიაზე, საიდანაც ტელეფონს ყიდულობთ.
ქართულ ბაზარზე ამ კუთხით ყველაზე ხშირად თიბისი ბანკის, ლიბერთი ბანკის და კრედოს ონლაინ განვადებას ირჩევენ. ოფლაინის ანუ ადგილზე, მაღაზიაში დაკრედიტების მსურველთა შემთხვევაში ამ სიას საქართველოს ბანკიც ემატება, რომელსაც ონლაინ განვადების პროცედურები გართულებული აქვს, თუმცა ადგილზე მომსახურეობის პირობებით ერთ-ერთი საუკეთესოა.
რჩევები, რომლებიც Iphone 5s-ის ganvadebit შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სტანდარტულია:
- უპროცენტო განვადება არ არსებობს, ყურადღება მიაქციეთ საკომისიოს ან ფასის ზრდას პირდაპირ და კრედიტით ყიდვის შემთხვევაში
- თუ ტელეფოს ონლაინ განვადებით ყიდულობთ მაშინ კარგად გადაამოწმეთ პირობები, რა შემთხვევაში ხდება მისი გაუქმება, როდის მიიღებთ ტელეფონს და ა.შ.
- სასურველია განვადება იმ ბანკთან გააკეთოთ, რომელშიც ხელფასს ან გზავნილებს იღებთ, ასე უფრო გაგიმარტივდებათ დამტკიცება და ნაკლები შანსია შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები მოგთხოვონ.
- iphone 5s ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს, შესაბამისად, მისი განსაკუთრებით მეორად მდგომარეობაში შეძენის შემთხვევაში ფასი რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს და 500-550 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.