iphone 5s ფასი
ახალი iphone 5s ფასი 689 ლარს შეადგენს თუმცა ეს საშუალო მაჩვენებელია და მაღაზიების მიხედვით 600-დან 750 ლარამდე იცვლება.
რაც შეეხება მეორად მოდელებს, ამერიკიდან, აქ საუკეთესო პირობებს ცალსახად მობიფაი გთავაზობთ, სადაც ამ მოდელის შეძენა 545 ლარადაა შესაძლებელი და ტელეფონი თითქმის ახალ მდგომარეობაშია, ჩამოდის ყუთით და ორიგინალი აქსესუარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ახალსა და მეორადს შორის კონკრეტულად ამ მოდელზე მომხმარებელს თითქმის 50%-იან ფასებს შორის სხვაობას ვერ ვთავაზობთ, როგორც Apple-ს სხვა მოდელებზე (განსაკუთრებით 2016 წლის შემდგომ გამოშვებულებზე), გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი გამომწერები მაინც საკმაოდ ბევრია და ამის ძირითადი მიზეზი რეალურად ამერიკიდან ჩამოტანილი ტელეფონებია, ოფიციალური დოკუმენტაციით და 6 თვიანი გარანტიით, სხვა ატრიბუტებთან ერთად, როგორიცაა ყუთი და ა.შ.
ზოგადად, ფასის შერჩევისას, განსაკუთრებით iphone 5s-ზე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ:
- ახალი მოდელებიდან ქართული მაღაზიების 99%-ში მხოლოდ Gold იყიდება, სხვა ფერის ტელეფონები აღარ შემოდის.
- შესაბამისად, თუ სხვა ფერის iphone 5s-ის გამოწერა გსურთ, უმჯობესია ამერიკიდან ჩამოიტანოთ
- მეორადის ყიდვის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ როგორ მდგომარეობაშია ტელეფონი, მოყვება თუ არა გარანტია, სასურველია 6 თვიანი ან 1 წლიანი
- რა შედის გარანტიის პირობებში
- იცვლება თუ არა ის ჩამოსვლისას ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში
- რა ფასს გთავაზობენ ამ მოდელზე, თუ ის ძალიან იაფი ღირს (მაგ. 300-350 ლარი), დიდი ალბათობით რამდენჯერმე შეკეთებულია ან რაიმე ისეთი სჭირს რაც ზედაპირულად არ ჩანს, მაგრამ მუშაობის პროცესში აუცილებლად იჩენს თავს.