ჩვენს შესახებ

Mobify.ge-ს დაარსების იდეა იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვინც უკვე 3 წელია სხვადასხვა ინტერნეტ საიტის და გაყიდვის არხის მეშვეობით ქართველ მომხმარებელს მობილური ტელეფონების, ძირითადად iPhone-ს და Samsung-ის მოდელების ამერიკიდან გამოწერას სთავაზობს, უწევს მათ საგარანტიო სერვისს და ა.შ.

იდეა ემსახურება აღნიშნული სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ამერიკაში არსებულ გამყიდველებთან უკეთესი პირობების მოპოვებით, რაც საბოლოო ჯამში უკეთესი ხარისხის პროდუქტს და კიდევ უფრო დაბალ ფასს განაპირობებს.

საქართველოში მობილური ტელეფონების ამერიკიდან გამოწერა ან უკვე ჩამოტანილი ტელეფონების შეძენა ბევრ ადგილასაა შესაძლებელი, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში. თუმცა ყოველთვის არსებობს სანდოობის პრობლემა, რამდენად ორიგინალია ტელეფონი, არის თუ არა რამდენჯერმე შეკეთებული (ე.წ "გახსნილი"), მოყვება თუ არა ყუთი, აქსესუარები და ა.შ.

Mobify ცდილობს დაამტკიცოს, რომ შესაძლებელია საუკეთესო ფასის შეთავაზება საუკეთესო ხარისხის მეორად ტელეფონებზეც კი, როგორც გამოწერით, ისე უკვე მარაგში არსებულ მოდელებზე, თანაც განვადებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყუთით და სხვა აქსესუარებით.

შეუერთდით ჩვენს 5000-ზე მეტ კლიენტს!

დასაწყისში დაბრუნება