Samsung განვადებით ამერიკიდან
Samsung ამერიკიდან - თითქმის ახალი, 10-დან 9 შეფასებით, ყუთით და ორიგინალი აქსესუარებით. საუკეთესო ფასად საქართველოში. განვადებით. მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე. 6 თვიანი გარანტია. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში იცვლება ან თანხა გიბრუნდებათ უკან. უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით. მოდელები: Samsung Galaxy S5, S6 Edge, S6 Edge Plus, S7 და S7 Edge.
ბაზრის ლიდერი Samsung-ის მეორადი ტელეფონების ამერიკიდან გამოწერის სერვისის კუთხით. ყველაზე პოპულარული მოდელების საუკეთესო არჩევანი როგორც ხარისხობრივად ისე ფასის კუთხით და რაც ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ონლაინ საბანკო განვადების გამორჩეული პირობებით, ყველაზე იაფად და ყველაზე დაბალი გაძვირებით.
მიუხედავად იმისა, რომ სამსუნგის ყიდვა, სხვა ბრენდის ტელეფონებთან შედარებით ამერიკიდან შედარებით მარტივია, გამომდინარე ნაკლები რისკისა, რომ ის არაორიგინალი იყოს, მაინც მნიშვნელოვანია მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რამდენად "მეორადია" ტელეფონი, არის თუ არა ის რამდენჯერმე შეკეთებული, რა ვადიანი გარანტია აქვს, როგორია საგარანტიო პირობები, მუშაობს თუ არა ქართულ მობილურ ქსელებზე და ა.შ.
სწორედ ამ ყველაფრის საშუალებას ვაძლევთ ჩვენი მაღაზიის ნებისმიერ ვიზიტორს, რაც ურთიერთობას ორივე მხარისთვის ამარტივებს, თქვენ იღებთ საუკეთესო ხარისხის ტელეფონებს ყველაზე იაფად, ხოლო ჩვენ - უამრავ კმაყოფილ მომხმარებელს.
დღეისთვის, ჩვენს მაღაზიაში შემდეგი მოდელების ამერიკიდან ყიდვა შეგიძლიათ:
Samsung Galaxy S5, S6, S6 Edge, S6 Edge Plus, S7 და S7 Edge.
სამსუნგის ყველა აღნიშნულ მეორად ტელეფონს გავლილი აქვს სტანდარტულისგან განსხვავებული, სპეციალური რამდენიმე პუნქტიანი შემოწმება ვიზუალური და ტექნიკური კუთხით და იყიდება მხოლოდ შესაბამისი დასკვნისა და შეფასების საფუძველზე.
გარდა იმისა, რომ ამ ტელეფონებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩვენს ბლოგზე ან ცხელ ხაზზე შეგიძლიათ, ვეცდებით სასარგებლო რჩევები და ამერიკიდან განვადებით ყიდვის ძირითადი გასათვალისწინებელი ფაქტორები აქვე შემოგთავაზოთ:
Samsung Galaxy S5 - მეორადი ამერიკიდან
მიუხედავად იმისა, რომ სამსუნგმა ამ მოდელის წარმოება უკვე დიდი ხანია შეწყვიტა, მსხვილ ამერიკელ დილერებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, მათი დიდი მარაგები აქვთ და ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ პოპულარულია, ჩვენს მომხმარებლებს მის არჩევანსაც ვთავაზობთ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად მახასიათებელს, რომელთა გაცნობაც მეორადი Galaxy S5-ის ყიდვის დროს აუცილებლად გამოგადგებათ:
ფერები:
- Gold - ოქროსფერი
- Black - შავი
- White - თეთრი
- Blue - ლურჯი
სხვა მახასიათებლები:
- გამოშვების წელი: 2015
- ზომები: 142 x 72.5 x 8.1 მმ
- წონა: 145 გრამი
- დამატებითი ინფო: წყლის და მტვერის მიმართ გამძლეობა 1-დან 30 წუთამდე პერიოდში
- ეკრანის ზომა: 5.1 ინჩი
- ოპერაციული სისტემა: ანდროიდ 4.4.2 (შეიძლება განახლებული იქნას 6.0 ვერსიამდე)
- ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
- სელფის კამერა: 2 მეგაპიქსელი
- მთავარი კამერა: 16 მეგაპიქსელი
- ელემენტის გამძლეობა საუბრის რეჟიმში: 21 საათი
- მუსიკის მოსმენის დროს: 67 საათი
- მიმდინარე სააქციო ფასი: 545 ლარი, ხოლო განვადების ფასი თვეში 29 ლარი.
- საშუალო შეფასება (Mobify.ge-ს იმ მომხმარებლებზე დაყრდნობით, რომლებმაც ეს მოდელი შეიძინეს): 4.7
Samsung Galaxy S6 - განვადების ფასი და მეორადის ამერიკიდან გამოწერის პირობები ტელეფონის მახასიათებლებთან ერთად
გამომდინარე იქიდან, რომ S6 Edge ძალიან მოთხოვნადია, თუმცა ფასის გამო მომხმარებლების ნაწილი ე.წ. "გადასული ეკრანის" მოყვარული არაა და სტანდარტული Samsung Galaxy S6-ის ყიდვას ამჯობინებს, Mobify-ზე ამ ტელეფონის მეორადი სახით ოთხივე ფერის შეძენაა შესაძლებელი, 32 GB-იანი მეხსიერებით.
Galaxy S6 განვადების ფასი თვეში 39 ლარი გახლავთ, რაც საუკეთესოა დღეისთვის ამერიკიდან ტელეფონების ჩამოტანის ბაზარზე. ამ მხრივ, დამატებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება დოლარის კურსის დაცემისთანავე, რაც ღირებულებას კიდევ უფრო შეამცირებს.
ამერიკიდან გამოწერის დროს, უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ მეორადი მობილურის ტელეფონის მდგომარეობა, რაზე ნერვიულობაც ფაქტობრივად არ გიწევთ, როცა მას Mobify.ge-ზე უკვეთავთ, არამედ ინფორმირებული იყოთ მისი სრული მახასიათებლების შესახებ და გქონდეთ შედარების საშუალება.
- ტელეფონის წარმოებაში ჩაშვების წელი: 2015
- ზომები: 143.4 x 70.5 x 6.8
- წონა: 138 გრამი
- ელემენტის სიმძლავრე: 2550
- ეკრანის ზომა: 5.1 ინჩი
- RAM: 2 GB
- შიდა მეხსიერება: 32 GB
- მთავარი კამერა: 16 MP
- სელფის (წინა) კამერა: 5 მეგაპიქსელი
- მეოთხე თაობა
- აქვს ყველა სენსორი (თითის, კომპასი, აქსელომეტრი, გარდა ტემპერატურის სენსორისა)
Samsung Galaxy S6 Edge - ყიდვა, განვადება და ყველაზე პოპულარული სამსუნგის მეორადი მოდელის სპეფიციკაციები
Samsung-ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომელიც აქტუალობას მეორადის შემთხვევაშიც არ კარგავს და ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გაყიდვების ტოპ მონაცემებში სტაბილურად ხვდება.
S6 Edge განვადებით თვეში 43 ლარი ღირს, ხოლო პირდაპირ შეძენის ფასი 815 ლარია.
ამერიკიდან სამსუნგის ამ სმარტფონის გამოწერა სტანდარტულად გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური შემოწმების გავლასა და 6 თვიან საგარანტიო პირობებს. მობილური ტელეფონი რა თქმა თითქმის ახალ მდგომარეობაშია და იყიდება ყუთსა და სხვა აქსესუარებთან ერთად.
იმის გათვალისწინებით, რომ Galaxy S6 Edge ქართულ მობილური ტელეფონების მაღაზიებში აღარ იყიდება, მისი მეორადი სახით გამოწერა შესანიშნავი ალტერნატივა გახლავთ, იხდით რა რეალურად თითქმის ღირებულების ნახევარს და იღებთ ქარხნულ მდგომარეობასთან 90%-ით მიახლოებულს.
ყიდვის კიდევ უფრო გასამარტივებლად გაგაცნობთ მის მონაცემებს, დამატებით, საინტერესო სტატიები მუდმივად ქვეყნდება ჩვენს ბლოგზეც, სადაც ცხადია ეს მოდელიც იქნება განხილული:
- მოდელის გამოშვების წელი: 2015
- ზომები: 142.1 x 70.1 x 7 მმ
- წონა: 132 გრამი
- საუბრის დრო: 18 საათამდე (მესამე თაობის გამოყენების შემთხვევაში)
- მუსიკის მოსმენის რეჟიმში ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა: 50 საათი
- მთავარი კამერა: 16 MP
- სელფის კამერა: 5 MP
- ეკრანის ზომა: 5.1 ინჩი
- იმ მომხმარებელთა მიერ გაკეთებული შეფასების საშუალო მაჩვენებელი, რომელთაც ეს ტელეფონი Mobify.ge-ზე უკვე შეიძინეს: 4.88
ძირითადი განსხვავებები Samsung Galaxy S6 Edge-სა და Galaxy S6 Edge Plus-ს შორის:
მთავარი დასკვნა Mobify-ს ექსპერტებისგან: რეალურად ერთი და იგივე მობილური ტელეფონი, რომლებიც ძირითადად ზომით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ვთვლით, რომ მიუხედავად ამ დასკვნისა, უმჯობესი იქნება თუ სტანდარტული მახასიათებლების დეტალურ მიმოხილვას შემოგთავაზებთ:
შენიშვნა: განსხვავებები აღნიშნულია წითელი ფერით
Galaxy S6 Edge | Galaxy S6 Edge + | |
სისტემა | Android 5.1.1 | Android 5.1.1 |
ეკრანის ზომა | 5.7 ინჩი | 5.7 ინჩი |
მეხსიერება | 32 ან 64 GB | 32 ან 64 GB |
RAM | 3 GB | 4 GB |
მთავარი კამერა | 16 MP | 16 MP |
სელფის კამერა | 5 MP | 5 MP |
ელემენტი | 2600 mAh | 3000 mAh |
ზომები | 142.1 x 70.1 x 7 მმ | 154.4 x 75.8 x 6.9 მმ |
წონა | 132 გრამი | 153 გრამი |
განვადების ფასი თვეში | 43 ლარი | 47 ლარი |
შეფასება Mobify.ge-ზე | 4.88 | 4.38 |
Samsung Galaxy S7 ამერიკიდან - სრული მიმოხილვა, მეორადი მოდელის ფასი, განვადება და ტექნიკური მახასიათებლები
Samsung-ის კიდევ ერთი ძალიან პოპულარული მობილური ტელეფონი, რომელიც მხოლოდ მეორადი სახით შეუძლია შეიძინოს მომხმარებელს, აღარ არის რა გაყიდვაში ქართულ არც ოფლაინ და არც ინტერნეტ მაღაზიებში.
S6-ის მსგავსად, S7-საც უპირატესობას ძირითადად ისინი ანიჭებენ, ვისაც ე.წ Edge ეკრანი არ სურს და უბრალოდ მძლავრი, თანამედროვე სმარტფონის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
Galaxy S7 830 ლარი ღირს, ხოლო განვადებით მისი ყიდვა თვეში 44 ლარად შეგიძლიათ. განვადების ვადა 3-დან 24 თვემდე მერყეობს და მისი ონლაინ შევსების სერვისით ჩვენი ინტერნეტ მაღაზია განებივრებთ.
ცხადია, მოქმედებს საბარათე გადახდის სისტემაც და თქვენს მიერ შეძენილ მეორად ტელეფონს ადგილზე სრულიად უფასოდ მიიღებთ, იმის მიუხედავად სად იმყოფებით და დღის რომელ მონაკვეთში გირჩევნიათ მისი ჩაბარება.
ყიდვიდან პირველი კვირის მანძილზე ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტელეფონი ყოველგვარი საგარანტიოს გარეშე ახლით იცვლება, ხოლო დარჩენილ პერიოდზე მოქმედებს 6 თვიანი სტანდარტული გარანტია.
Samsung S7-ის ძირითადი პარამეტრები ასე გამოიყურება:
- გამოშვების წელი: 2016
- ზომა: 142.4 x 69.6 x 7.9 მმ
- წონა: 153 გრამი
- სიმ კარტა: 1 სიმიანი
- ეკრანის ზომა: 5.1 ინჩი
- სისტემა: ანდროიდ 6.0 (განახლებადი 8.0 ვერსიამდე)
- მთავარი კამერა: 12 MP
- სელფის კამერა: 5 MP
- საუბრის დრო: 22 საათი
- მუსიკის მოსმენის დროს ბატარეის ხანგძლივობა: 62 საათი
- შეფასება Mobify-ზე: 4.71
Samsung Galaxy S7 Edge ყიდვა და განვადებით შეძენის პირობები
Samsung Galaxy S7 Edge განვადებით ამერიკიდან საუკეთესო ფასში Mobify.ge-ზე იყიდება და სხვა მოდელების მსგავსად, ისიც ახალივით მდგომარეობაშია და მიუხედავად იმისა რომ მეორადის სტატუსი აქვს, ახალზე გაცილებით იაფია და თან როგორც ვიზუალურად ისე ფუნქციონალურად იდეალურ მდგომარეობაშია.
მისი განვადებით საყიდლად საკმარისია 2 ველის შევსება, სადაც სახელსა და გვარს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს მიუთითებთ, ამის შემდეგ ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგივსებთ განვადებას, რომელიც ბანკში გადაიგზავნება და დამტკიცებისთანავე თქვენი შეკვეთა გააქტიურდება.
წარმოგიდგენთ Galaxy S7 Edge-ს მონაცემებს:
- გამოშვების თარიღი: 2016 წლის თებერვალი
- ტელეფონის ზომები: 150.9 x 72.6 x 7.7 მმ
- წონა: 157 გრ.
- ერთბარათიანი
- სისტემა: ანდროიდ 6.0 (მაქსიმუმ ანდროიდ 8.0 ვერსია)
- RAM: 4 GB
- მთავარი კამერა: 12 MP
- სელფის კამერა: 5 MP
- საუბრის დრო: 27 საათამდე
- მუსიკის მოსმენის რეჟიმში ელემენტების მაქსიმალური მუშაობის ხანგრძლივობა: 74 საათი
- იმ მომხმარებლების მიერ დატოვებული საშუალო შეფასება, რომლებმაც ეს მოდელი ჩვენს მაღაზიაში შეიძინეს: 4.89
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!