iPhone განვადებით ამერიკიდან
iPhone ყველა მოდელი ამერიკიდან - განვადებით. თითქმის ახალი, 10-დან 9 შეფასებით, ყუთით და ორიგინალი აქსესუარებით. საუკეთესო ფასად საქართველოში. მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე. 6 თვიანი გარანტია. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში იცვლება ან თანხა გიბრუნდებათ უკან. უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით
საუკეთესო არჩევანი iPhone-ს განვადებით ან პირდაპირ შეძენის სურვილის შემთხვევაში, გამომდინარე ფასიდან და კომპანიის მიდგომიდან, შესთავაზოს მომხმარებელს მხოლოდ გადამოწმებული, ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან, ბაზარზე გამორჩეული პირობებით.
ჩვენი მიზანია საერთოდ გავაქროთ მეორადი მოდელების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დისკომფორტი, როგორებიცაა ტელეფონის ორიგინალობა, რამდენჯერაა შეკეთებული, რამდენად კარგი ფასია და ა.შ. და ამას წარმატებით ვანხორციელებთ, რაზეც ჩვენი მომხმარებლების შეფასებებიც მოქმედებს. გარდა ამისა, საიტის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს ვაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ტელეფონების მახასიათებლების და იმ ძირითადი ასპექტების შესახებ, რომლებიც მათ ზოგადად უნდა გაითვალისწინონ.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველა იმ აიფონის მოდელის დეტალურ მახასიათებლებს, შედარებებსა და ყიდვის პირობებს, რომლებიც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეგხვდებათ. დამატებით შეგახსენებთ, რომ კიდევ უფრო ამომწურავად ამ ტიპის ინფორმაციის მიღება ჩვენს ბლოგზე ან პირდაპირ ქოლ-ცენტრში ზარის განხორციელებით შეგიძლიათ.
პირველ რიგში დავიწყოთ იმ რამდენიმე მიზეზის გაცნობით, რატომაც ზოგადად მეორადი აიფონები განვადებით ამერიკიდან უნდა შეიძინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვაა, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლები ამ გადაწყვეტილების მართებულობაში დაგარწმუნებენ:
- Mobify.ge-ზე შეძენილი ყველა iPhone თითქმის ახალ მდგომარეობაშია, რაც ნიშნავს, რომ არ აქვს ნაკაწრები და ფუნქციურად სრული სერთიფიცირებული შემოწმება აქვს გავლილი;
- მიუხედავად ამისა, მაინც გთავაზობთ გარანტიის გამორჩეულ პირობებს, რომლის მსგავსსაც მეორად ტელეფონებზე საქართველოში ანალოგი არ აქვს, კერძოდ: პირველი 1 კვირის განმავლობაში ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში ტელეფონი სრულად იცვლება, ხოლო მომდევნო 6 თვის მანძილზე აქვს სტანდარტული გარანტია, რომელშიც შედის ყველა დაზიანება გარდა მექანიკურისა (ანუ გარდა იმ შემთხვევებისა თუ ტელეფონი გაგიტყდათ ან წყალში ჩაგივარდათ);
- ყველა iPhone ჩამოდის ყუთით და სხვა ყველა აქსესუარით, რომელიც ტელეფონს სტანდარტულად მოყვება, რაც ასევე დამატებითი უპირატესობა გახლავთ, სხვა მაღაზიებთან შედარებით;
- ტელეფონები მუშაობენ ყველა ქართულ GSM ოპერატორზე, როგორც 3G ისე 4G ქსელზე (რომელ მოდელსაც აქვს ეს მხარდაჭერა ცხადია) ყველანაირი პრობლემის გარეშე;
- აიფონები არ არის გახსნილი, ე.წ. "გადაწყობილი", როგორც ეს ხშირ შემთხვევაში მეორადი მობილურების შემთხვევაში ხდება და წარმოადგენენ "Display მოდელებს", რაც ნიშნავს, რომ მაღაზიებში დახლზე საჩვენებლად იდო და რეალურად გამოყენებული არ არის ან სულ რამდენჯერმეა.
- განსხვავებით ქართული მაღაზიებისგან, განსაკუთრებით იმ მოდელებზე, რომლებიც უკვე აღარ შემოდის, ამერიკიდან გამოწერის დროს ფერების და მეხსიერების არჩევანი შეუზღუდავია და ნებისმიერი კომპლექტაციის ტელეფონი შეგიძლიათ გამოიწეროთ.
- სულ მალე ჩვენს ინტერნეტ მაღაზიას დაემატება Apple-ის უახლესი მოდელები, მათ შორის iPhone 8 და X, მომხმარებლისთვის დამატებითი, როგორც ყოველთვის სუპერ არჩევნის შესათავაზებლად.
განვიხილოთ თითოეული მოდელი მახასიათებლების, ფასების და განვადების ფასების მიხედვით:
iPhone 5s განვადებით, ფასი, ყიდვა და პირობები
iPhone 5s განვადებით მეორად მდგომარეობაში ამერიკიდან, თუმცა თითქმის ახალი ვიზუალითა და ფუნქციური შეფასებით, ყველაზე იაფად Mobify.ge-ზე იყიდება და მისი ფასი 495 ლარს, ან განვადების შემთხვევაში თვეში 27 ლარს შეადგენს, ცხადია ყუთთან და სხვა აქსესუარებთან ერთად.
მისი ყიდვა შესაძლებელია საიტზევე ან განვადების მეშვეობით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ თავად პროდუქტის გვერდს, ჩვენს ბლოგს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე ან გვესტუმროთ მაღაზიაში.
განვადების პირობები IPhone 5s-ზე მარტივია, ირჩევთ ნებისმიერ ვადას 3-დან 24 თვემდე და ბანკს, სასურველია იმას, რომელშიც შემოსავალი გერიცხებათ, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის თავიდან ასარიდებლად.
ამის შემდეგ განაცხადი სწორედ თქვენს მიერ შერჩეულ ბანკში ონლაინ იგზავნება და დამტკიცების პასუხის მიღების შემდეგ თქვენი შეკვეთა აქტიურდება.
iPhone 6s ფასი და განვადებით ყიდვა, სრული სპეფიციკაციების მიმოხილვა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, iPhone 6s 7-ის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, მეორადი ტელეფონების ამერიკიდან გამოწერის მიმართულებით.
ცალსახა უპირატესობა ზემოთ განხილულ 7-დან შედარებით პირველ რიგში დაბალი ფასია, ხოლო მეორე მხრივ, არცთუ დიდი განსხვავება მონაცემებში და მათთვის, ვისაც ფუნქციონალზე მეტად სპეციფიკაციებია მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში არჩევანს iPhone 6s-ზე აკეთებს.
მისი ფასი დღეისთვის 845 ლარი გახლავთ, ხოლო განვადებით ყიდვა თვეში 45 ლარად შეგიძლიათ. განვადების პირობები გარდა იმისა, რომ საუკეთესოა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, განაცხადის ყველაზე მარტივად შევსებას ითვალისწინებს და ეს განსაკუთრებით მიმზიდველია ჩვენი მომხმარებლებისთვის.
უფასო მიტანით, 6 თვიანი გარანტიითა და ყველაზე მაღალი ხარისხის შემოწმების სისტემით ცხადია, ამ მოდელების შეთავაზებებიც სხვების მსგავსად არიან აღჭურვილნი.
გადავიდეთ უშუალოდ სპეციფიკაციებზე და განვიხილოთ ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელთა ცოდნაც 6ს-ის ყიდვაში დაგეხმარებათ.
- გამოშვების წელი: 2014 წლის სექტემბერი
- ზომები: 138.1 x 67 x 6.9 მმ
- წონა: 129 გრამი
- მთავარი კამერა: 8 MP
- სელფის კამერა: 1.2 MP
- ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა Stand By რეჟიმში: 250 საათი
- საუბრის დრო: 14 საათი
- მუსიკის მოსმენის დრო: 50 საათი
- შეფასება Mobify.ge-ზე: 4.89
iPhone 6 Plus-ის და iPhone 6s Plus-ის სრული შედარება, გადაწყვეტილების უკეთ მისაღებად
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევანი, რომლის გაკეთებაც მომხმარებლებს უწევთ iPhone 6 Plus-სა და 6s Plus-ის ყიდვას შორის გადაწყვეტილების მიღებაა. ამ მიმოხილვაში ვეცდებით მოკლედ წარმოგიდგინოთ ის ძირითადი ასპექტები, რომელთა განხილვაც მნიშვნელოვანია, როცა საუბარი ამ ორ ტელეფონს შორის განსხვავების განხილვას ეხება.

მონაცემი | 6S Plus | 6 Plus |
გამოშვების წელი | 2015 | 2014 |
ზომები | 158.2 x 77.9 x 7.3 | 158.1 x 77.8 x 7.1 მმ |
წონა | 192 გრ | 172 გრ |
ეკრანი | 5.5 ინჩი | 5.5 ინჩი |
RAM | 2 GB | 1 GB |
მთავარი კამერა | 12 MP | 8 MP |
სელფის კამერა | 5 MP | 1.2 MP |
საუბრის დრო | 24 სთ | 24 სთ |
მუსიკის მოსმენა | 80 სთ | 80 სთ |
შეფასება Mobify-ზე | 4.61 | 4.82 |
iPhone 7 ფასი, განვადებით ყიდვა და მონაცემები
iPhone 7 ამერიკიდან გამოწერის კუთხით ცალსახა ლიდერია აიფონებს შორის და პოპულარობით მასთან ახლოს მხოლოდ 6s დგას. ეს დიდწილად იმით გახლავთ განპირობებული, რომ ამ მოდელის ფერების და მეხსიერებების უმრავლესობა ქართულ მაღაზიებში სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობით იყიდება და ისინი ძირითადად უფრო ახალმა მოდელებმა ჩაანაცვლა.
არადა თავად სმარტფონი, მონაცემებითა და ვიზუალით ისევ ძალიან მოთხოვნადია და ჩვენც ვცდილობთ მასზე მაქსიმალურად დაბალი ფასი შევინარჩუნოთ. დღეისთვის iPhone 7 ფასი 1349 ლარია, ხოლო განვადებით მისი ყიდვა თვეში 71 ლარად შეგიძლიათ.
რაც შეეხება მონაცემებს, ძირითადი მნიშვნელოვანი მახასიათებლების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
დაანონსების თარიღი: 2016 წლის სექტემბერი;
- გამოშვების თარიღი: იგივე
- ზომა: 138.3 x 67.1 x 7.1 მმ
- წონა: 138 გრამი
- ეკრანის ზომა: 4.7 ინჩი
- RAM: 2 GB
- მეხსიერება: 32, 128 და 256 GB
- მთავარი კამერა: 12 MP
- სელფის კამერა: 7 MP
- ბატარეის ხანგრძლივობა საუბრის დროს 3G-ზე: 14 საათი
- მუსიკის მოსმენის დრო: 40 საათი
- Mobify.ge-ს შეფასება (იგულისხმება ყველა იმ მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეფასება, რომლებმაც iPhone 7 ამერიკიდან ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში იყიდეს): 4.75.
iPhone 7-ის შედარება 7 Plus-თან
iPhone 7 | iPhone 7 Plus | |
ზომა | 138.3 x 67.1 x 7.1 მმ | 158.2 x 77.9 x 7.3 მმ |
წონა | 138 გრამი | 188 გრამი |
ეკრანის ზომა | 4.7 ინჩი | 5.5 ინჩი |
რეზოლუცია | 1334 x 750 პიქსელი | 1920 x 1080 პიქსელი |
მეხსიერება | 32, 128, 256 GB | 32, 128, 256 GB |
RAM | 2 GB | 3 GB |
წინა კამერა | 7 MP | 7 MP |
სელფის კამერა | 12 MP | 12 MP |
ფასი | 1349 ლარი | 1749 ლარი |
განვადების ფასი | 1349 ლარი | 1749 ლარი |
შეფასება Mobify-ზე | 4.75 | 4.6 |