Apple iPhone 6S
Apple iPhone 6S
Apple iPhone 6S
Apple iPhone 6S
Apple iPhone 6S

Apple iPhone 6S

მეორადი, ამერიკიდან - თითქმის ახალი, ყუთით, ორიგინალი აქსესუარებით და 6 თვიანი გარანტიით

Regular price 775.00 ლარი Sale / განვადებით თვეში 41 ლარი

რას გთავაზობთ:

Apple iPhone 6S ამერიკიდან - მეორადი 10-დან 9 შეფასებით - თითქმის ახალი

  • ყუთით და ორიგინალი აქსესუარებით (ყურსასმენი + USB კაბელი + ბრონი + სიმ კარტის ამოსაღები)
  • მანქანის დამტენი საჩუქრად
  • მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე
  • 6 თვიანი გარანტია
  • ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში იცვლება ან თანხა გიბრუნდებათ უკან
  • აშშ-ში შეძენის, ტრანსპორტირების და განბაჟების ოფიციალური დოკუმენტაციით
  • უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით
  • განვადებით შესაძენად, გთხოვთ შეავსოთ ზემოთ მოცემული ორი მარტივი ველი

მოკლე აღწერა:

iPhone 6s მსოფლიო ბაზარზე 2015 წლის სექტემბრიდან იყიდება. ტელეფონს აქვს 4,7 ინჩიანი ეკრანი რეზოლუციით 750 პიქსელი x 1334პიქსელზე (326 პიქსელი ერთ ინჩზე). 

აიფონ 6-ის ლამინირებული ეკრანის გამოსვლის შემდგომ 6s-ის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვხვდება. თუმცა 6s-ის შემთხვევაში ანოდირებული ალუმინის კორპუსი შეცვლილია Series 7000 ალუმინით.

6s-ის ეკრანი 6-თან შედარებით ვირტუალურად უცვლელია, თუმცა სმარტფონს დამატებული აქვს 3D Touch კონტროლი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სურვილისამებრ შეცვალოს სინათლის ხარისხი, ასევე ეკრანზე დაჭერის და მეტად დაჭერის შემთხვევაში გამოიყენოს სხვადასხვა სპეც-კონტროლი. 6s-ის შემთხვევაში აღსანიშნავია ასევე დამატებული Apple A9 ჩიპსეტი, 12MP-იანი კამერა 4K რეზოლუციის ვიდეო ჩაწერით.

Apple-ს 6s მოდელი კითხულობს ერთ Nano-SIM-ს და აღჭურვილია 1715mAh ბატარეით. ტელეფონი იწონის 143.00 გრამს და მისი ფიზიკური პარამეტრებია - 138.30 x 67.10 x 7.10 (სიმაღლე/სიგანე/სისქე).

ბევრ მომხმარებელს ხშირად უწევს გადაწყვეტილების მიღება Apple-ს "6 სერიის" ტელეფონებს შორის, ამიტომ აქვე წარმოგიდგენთ iPhone 6-ის, 6 Plus-ის და და 6S Plus-ის მონაცემებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელების მეორადი სახით ამერიკიდან განვადებით შეძენა ჩვენს საიტზე ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი და ვეცდებით iPhone 6s-თან მათ მსგავსებებსა და განსხვავებებზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

აიფონ 4S-ის შემდეგ iPhone 6 ეფლის ყველაზე დიდი ცვლილებაა დიზაინის მიმათულებით და მისით იწყება ‘მომრგვალებული ესთეთიკის’ ერა. სმარტფონს აქვს 4.7 ინჩიანი ეკრანი და მნიშვნელოვნად მოზრდილია ვიდრე მისი წინამორბედი აიფონ 5s და ეფლმა ასევე მოახერხა და აიფონ 6-ის „შეთხელება“ 6.9მმ-ით. 

iPhone 6-ის „შინაგანი ორგანოები“ ასევე საკმაოდ გაუმჯობესებულია. მობილურს აქვს ორ ბირთვიანი A8 პროცესორი, რომელიც წარმოადგენს ეფლის მიერ ზედიზედ მესამედ სპეციალურად დამზადებულ ჩიპს. შედეგად ვიღებთ 25%-ით უფრო ფუნქციურ CPU-ს და 50%-ით მძლავრ GPU-ს.

აფგრეიდი ასევე შეეხო კამერას პროგრამულ ნაწილში. აიფონ 6-ს აქვს 8 მეგა პიქსელიანი 1/3”  iSight კამერა და უფრო სწრაფად აფიქსირებს გადასაღებ ობიექტებს, ავტომატურად ასწორებს ფოკუსს, ასევე აქვს სუპერ-სუფთა 720 p კლიპის მხარდაჭერა 240 FPS-ით.

აიფონ 6 პლიუსი გაყიდვაში 2014 წლის სექტემბერს ჩაეშვა და იმ დროისთვის ეფლის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი სმარტფონი იყო - 5.5 ინჩიანი ეკრანით და რეზოლუციით 1080 x 1920 პიქსელი (401 პიქსელი 1 ინჩზე).

ეიფლის პირველი ფაბლეტი მუშაობს 64-bit ორ ბირთვიანი A8 პროცესორზე, M8 კო-პროცესორით. აქვს 8-მეგაპიქსელიანი iSight კამერა ოპტიკური სურათის სტაბილიზაციით და ორ-ტონიანი LED ნათებით. აიფონ 6-ის შემთხვევაში გამოიყენა ეფლმა ასევე პირველად გამოიყენა NFC ჩიპი, რომელითაც შესაძლებელია კომპანიის მობილური გადახდების Apple Pay სერვისით სარგებლობა.

iPhone 6 პლუსი არის ერთ Nano-SIM ბარათიანი სმარტფონი, რომელიც იყენებს iOS 8.0-ს და აღჭურვილია 2915mAh ჩამონაჟებული/უცვლადი ბატარეით. ტელეფონი იწონის 172.00 გრამს და მისი ფიზიკური პარამეტრებია - 158.10 x 77.80 x 7.10 (სიმაღლე/სიგანე/სისქე).

დაბოლოს, iPhone 6s Plus, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან იყიდება. სმარტფონი წარმოდგენილია 5.50 ინჩიანი ლამინირებული ეკრანით და კომფორტული, მომრგვალებული კუთხეებით.

6
s პლუსის შემთხვევაში ანოდირებული ალუმინის კორპუსი (რომელიც მანამდე ტრადიციულად გამოიყენებოდა) შეცვლილია Series 7000 ალუმინით.

ეს მოდელი შედგება ეფლის A9 ჩიპსეტის და ორ ბირთვიანი, 1840 MHz პროცესორისგან 2GB-იანი LPDDR4 RAM (ოპერატიული) მეხსიერებით. ტელეფონს გააჩნია 16 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც შეუძლებელია. აიფონ 6s პლიუსის ფოტო/ვიდეო გადაღება დაკავშირებულია ერთმანეთთან 12 მეგაპიქსელიანი მთავარი/უკანა (4K რეზოლუციის ვიდეო გადაღებით) და 5 მეგაპიქსელიანი წინა/სელფის კამერებით.

აღნიშნული სმარტფონი ფუნქციონირებს iOS 9-ით და აღჭურვილია 2750mAh ჩამონტაჟებული ბატერეით. სმარტფონის ფიზიკური პარამეტრებია 158.20 x 77.90 x 7.30 (სიმაღლე x სიგანე x სისქე) და იწონის 192.00 გრამს.

ის გახლავთ ერთ Nano-SIM ბარათიანი სმარტფონი Wi-Fi, GPS, Bluetooth, NFC, 3G და 4G კომუნიკაციით. ტელეფონს აქვს შემდეგი სენსორები  -  კომპასი/მაგნიტომეტრი, მიმაახლოვებელი, ვიბრაციის ამსახველი, მანათობელი, გიროსკოპი და ბარომეტრი.

სასარგებლო ინფორმაცია:

რატომ უნდა გამოვიწეროთ მეორადი iPhone 6s ამერიკიდან განვადებით

      დასაწყისში დაბრუნება