ტელეფონები განვადებით

მობილური ტელეფონები განვადებით, iPhone და Samsung ძველი და ახალი მოდელების უდიდესი კატალოგი, გარანტიითა და უფასო ადგილზე მიტანის სერვისით მთელ საქართველოში. 

Mobify-ზე შეგიძლიათ იხილოთ უამრავი აქცია ტელეფონებზე და მიიღოთ საუკეთესო საგანვადებო პირობები TBC, საქართველოს და Credo ბანკებისგან სახლიდან გაუსვლელად.

განვადება ტელეფონებზე

ვინაიდან შიდა განვადება ტელეფონებზე ჯერჯერობით არ გვაქვს, გთავაზობთ ონლაინ საბანკო მომსახურებას, რომლით სარგებლობისთვისაც თქვენი მხრიდან საკმარისია მხოლოდ სასურველი მოდელის გვერდზე შესვლა და ორი ველის შევსება.

განვადების განაცხადი ჩვენი ოპერატორების მიერ რამდენიმე წუთში განხორციელებული ზარის შემდეგ ბანკში გადაიგზავნება და პასუხს დამტკიცების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებთ.

დამტკიცების შემდეგ, ერთადერთი, რის გამოც სახლიდან გასვლა გიწევთ, განაცხადზე ხელის მოწერაა, თუმცა ამ მხრივაც პირობები განსაკუთრებით კომფორტულია, არ ხართ შეზღუდული რა ფილიალის მხრივ და შეგიძლიათ თქვენთან ახლომდებარე ნებისმიერ იმ ბანკის ფილიალს ესტუმროთ, 2 წუთიანი ხელმოწერის პროცედურისთვის, რომელშიც განვადება დაგიმტკიცდათ.

ხელმოწერისთანავე, თქვენი შეკვეთა აქტიურია და ტელეფონს, რომელსაც 6 თვიანი გარანტია აქვს და როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად უნაკლოა, კურიერი ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ.

ტელეფონების განვადებით ყიდვის საშუალებას თითქმის ყველა ქართული ონლაინ მაღაზია გთავაზობთ და ეს, როგორც წესი ძვირიანი სმარტფონების ან არცთუ იშვიათად, საშუალო და დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ტელეფონების ყიდვის ერთ-ერთი გამორჩეული საშუალებაა.

მიუხედავად ფართო არჩევნისა, არსებობს გამორჩეულად კარგი და სტანდარტული საგანვადებო პირობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მეორად ტელეფონებს ეხება. დღეის მდგომარეობით, Mobify 3 ქართული ბანკის განსაკუთრებულ მომსახურებას გთავაზობთ, მათ შორის კრედო, თიბისი და საქართველოს ბანკები.

ონლაინ განვადების გასაკეთებლად სულ რამდენიმე ნაბიჯის გავლა მოგიწევთ:

  • შეავსოთ განვადებისთვის საჭირო 2 ველი არჩეული ტელეფონის გვერდზე (სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი);
  • უპასუხოთ ჩვენი ოპერატორის ზარს რამდენიმე წუთში, რომელიც 3 წუთის განმავლობაში დაგისვამთ ბანკისთვის საჭირო შეკითხვებს, შეგარჩევინებთ სასურველ ბანკს და გადაგზავნის განაცხადს;
  • გადაგზავნილ განვადების განაცხადზე დამტკიცების პასუხის SMS შეტყობინების მიღების შემდეგ ოპერატორი კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებათ შეკვეთის დასაზუსტებლად და სასურველი მისამართის შესათანხმებლად;
  • ამის შემდეგ გიწევთ მხოლოდ ერთხელ სახლიდან გასვლა, დამტკიცებულ განაცხადზე ხელის მოსაწერად, რაც სულ 5 წუთიანი პროცედურაა და თქვენთან ახლოს მდებარე ნებისმიერ იმ ბანკის ფილიალში შეგიძლიათ გააკეთოთ, რომელიც აირჩიეთ;
  • ხელმოწერილი დამტკიცება ნიშნავს შეკვეთის ძალაში შესვლას, ანუ თქვენი ტელეფონი შეკვეთილია;
  • ნივთის მიღების წინ კურიერი დაგიკავშირდებათ, კიდევ ერთხელ დააზუსტებს მისამართს და შეძენილ ტელეფონს ადგილზე უფასოდ მოგართმევთ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

განვადების აღნიშნული პირობები მოქმედებს როგორც Samsung-ის, ისე iPhone-ის ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში და ბანკის მომსახურების პირობები, პროცედურები და ჯამური საკომისიოც სტანდარტულია. 

საკომისიო მინიმალურია ქართული ბაზრისთვის და 3-დან 24 თვემდე ვადის მიხედვით ნაწილდება, რაც უფრო დაბალ თვეზე აკეთებთ განვადებას, მით უფრო ნაკლებია ჯამური გაძვირება და პირიქით. 

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი რეკლამა, რომელიც "უპროცენტო განვადებას" გთავაზობთ, რეალურად ტყუილია.

რატომ?

როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ნივთის პირდაპირ ყიდვის და განვადების ფასები განსხვავდება.

ანუ გამოდის, რომ თუ ტელეფონი პირდაპირ ყიდვის შემთხვევაში 100 ლარი ღირს, ჩვენს შემთხვევაში დაახლოებით 110 ლარი დაგიჯდებათ და ეს 10 ლარი ბანკის საკომისიოა, ამას ჩვენი ოპერატორებიც დეტალურად დაგითვლიან და განგიმარტავენ.

ხოლო მაღაზიების ნაწილი ამბობს, რომ ტელეფონი განვადების შემთხვევაში არა 100, არამედ 110 (ან მეტი) ლარი ღირს, ხოლო განვადება უპროცენტოა.

დაგვეთანხმებით ეს ერთი და იგივეა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ცხადია, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა მაღაზია თავად ფარავს არსებულ საკომისიოს და ტელეფონი განვადების დროს არ ძვირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მომხმარებელი მოკლებულია მაღალ პერიოდზე (12-დან 24 თვემდე) განვადების გაკეთების შესაძლებლობას და ასევე, როგორც წესი, მეორად ტელეფონებზე მსგავსი პირობები არ არსებობს.

მობიფაიზე ხშირად ნახავთ ფასდაკლებებსა და სპეციალურ აქციებს მეორად ტელეფონებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა დოლარის კურსი გვაძლევს ამის საშუალებას ან უბრალოდ რომელიმე მოდელის სპეციალური ფასით გაყიდვა გადავწყვიტეთ. ეს აქციები ცხადია მოქმედებს განვადების შემთხვევაშიც და მომხმარებლებს დამატებით კომფორტს უქმნის.

ამ შემთხვევაში, განვადების ფასი კიდევ უფრო დაბალი ღირებულებიდან დაითვლება და ტელეფონის ჯამური ფასიც ბევრად იაფია.

აქციების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენს საიტზე ან ფეისბუქ გვერდის მეშვეობით. დამატებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქოლ-ცენტრში დარეკვით ან უბრალოდ მაღაზიაში სტუმრობითაც.

მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ მაღაზიების მიერ დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ვცდილობთ არ შევუქმნათ უხერხულობა იმ მომხმარებლებსაც, რომლებმაც ტელეფონი ჩვენთან შეიძინეს და 1 კვირის ვადაში ამ მოდელზე აქცია დაიწყო. ასეთ მომხმარებლებს დამატებითი საჩუქრებით ვანებივრებთ, მაგალითად გარე დამტენით და ა.შ. და საბოლოო ჯამში მათ მიერ შეძენილი ტელეფონებისა და აქსესუარების ღირებულებაც ფასდაკლებული გამოდის.

უამრავი ჩვენი მომხმარებელი ხშირად გვისვამს კითხვას, რომელ ბანკში ჯობს ტელეფონების განვადებით ყიდვა.

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს და გარდა იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაეთიკური იქნებოდა რომელიმე პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება, არც თავად მომხმარებლისთვისაა ხელსაყრელი რომელიმე მათგანზე აქცენტის გაკეთება და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • განვადებისთვის უნდა აირჩიოთ ის ბანკი, რომელშიც ხელფასი ან რაიმე სხვა ტიპის შემოსავალს იღებთ, რათა თავიდან აიცილოთ დამატებით შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობა;
  • გარდა ამისა, ბანკის ასე არჩევას ის უპირატესობაც აქვს, რომ გადახდის ვადის დროს განვადების თვიური თანხის ჩამოჭრა ბარათიდან ავტომატურად მოხდება და არ მოგიწევთ გადახდის აპარატებით სარგებლობა ან ბანკის ფილიალებში სტუმრობა;
  • თუ რამდენიმე ბანკის კლიენტი ბრძანდებით, მაშინ გირჩევთ იმ ბანკზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელშიც ბოლო სესხი ან განვადება გქონდათ დამტკიცებული;
  • თუ საკრედიტო ისტორია არ გაქვთ, მაშინ უბრალოდ ის ბანკი აირჩიეთ, რომელსაც ყველაზე უფრო ენდობით ან თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოსაა;
  • ზოგიერთ ბანკს აქვს შეზღუდვა მინიმალური ან მაქსიმალური ასაკის მიხედვით. ამ შემთხვევაში ამ შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით და განაცხადიც თქვენთან შეთანხმებით რა თქმა უნდა მხოლოდ იმ ბანკში გადაიგზავნება, რომლის პირობების მიხედვითაც იქ განვადების გაკეთება შეგიძლიათ;
  • ჩვენი ოპერატორების მეშვეობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამივე ბანკის ჯამური საკომისიო, თვიური შენატანები, დამტკიცების, შესაძლო გაუქმების პროცედურები და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ.
დასაწყისში დაბრუნება