iPhone 7

iPhone 7 განვადებით ამერიკიდან

ყიდვა/ფასი/განვადება/მდგომარეობა

რა ღირს iPhone 7 ქართულ ბაზარზე?

 

როგორც წესი iPhone 7 თბილისში (32GB-იანი მოდელი) 1500-დან 1600 ლარამდე იყიდება.

ხოლო Mobify.ge-ზე მეორადი 32GB-იანი iPhone 7-ის გამოწერა ამერიკიდან 1299 ლარიდაა შესაძლებელი (ან განვადებით თვეში 68 ლარიდან).

თუმცა ფასი ერთადერთი პლიუსი არაა, რატომაც ღირს Mobify.ge-ს მეშვეობით აიფონ 7-ის ყიდვა:

  • სმარტფონი ჩამოდის უნაკლო, სასაჩუქრე მდგომარეობაში.
  • აქვს ყუთი და ორიგინალი აქსესუარები (ყურსასმენი, სიმის ამოსაღები და USB კაბელი).
  • საჩუქრად მოყვება ბრონი, მანქანის დამტენი და ქეისი.
  • ტელეფონი შექმნილია მაღალი სტანდარტის მქონე ამერიკული ბაზრისთვის, რის გამოც ბევრად ხარისხიანი და გამძლეა.
  • არის გაუხსნელი, ანუ გაურემონტებელი, რაც თავისთავად გამორიცხავს რაიმე ხარვეზის არსებობას.
  • არის Sim-free, ანუ ნებისმიერ ქართულ ქსელზე მუშაობს.
  • თავისუფლად ისარგებლებთ 3G/4G ინტერნეტით.
  • ამასთან, Mobify.ge უზრუნველყოფს მობილურის უფასო ტრანსპორტირებას ყველგან, სადაც საქართველოა.

დაზღვევა:

  1. სმარტფონს მოყვება ამერიკაში ყიდვის, ტრანსპორტირების და განბაჟების ოფიციალური დოკუმენტაცია.
  2. მომხმარებელი დაზღვეულია ყოველმხრივ, რადგან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში სურვილისამებრ ტელეფონი იცვლება ან თანხა ბრუნდება უკან.
  3. სმარტფონს აქვს 6 თვიანი გარანტია, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში სარგებლობას სახლიდან გაუსვლელადაც შეძლებთ. (განსხვავებით სხვა კომპანიებისგან სადაც, როგორც წესი სხვადასხვა საგარანტიო ცენტრებში გიწევთ მისვლა).

მოკლე მიმოხილვა:

iPhone 7 Apple-მა საზოგადოებას 2016 წლის სექტემბერში წარუდგინა და დღემდე რჩება კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად სმარტფონად, რადგან დეველოპერებმა მოახერხეს წინარე შეცდომების გასწორება/გაუმჯობესება.

უფრო კონკრეტულად კი სმატფონის წარმატება მისმა მოსახერხებელმა დიზაინმა (138.3 x 67.1 x 7.1 მმ), გაუმჯობესებულმა ფუნქციებმა და ხელმისაწვდომობამ განაპირობა.

აიფონ 7 წარმოდგენილია Rose Gold, Gold, Silver, Black, Jet Black ფერებში და
მომხმარებელს ტრადიციულად შეუძლია შეარჩიოს სასურველი შიდა მეხსიერება - 32 GB, 128 GB ან 256GB.

სმარტფონს აქვს უფრო ნათელი და ფერადი მონიტორი, წყალგამძლე დიზაინი, ორმაგი სფიქერი და გაუმჯობესებული 12MP-იანი წინა და 7MP-იანი სელფის კამერა.

iPhone 7-ის ფუნქციონირებას Li-Ion 1960 mAh ბატარეა უზრუნველყოფს, რომლის სასაუბრო დრო დაახლოვებით 14 საათია. ტელეფონის სწრაფ მუშაობას კი 2 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება განაპირობებს.

„ეფლმა“ ასევე შეცვალა მთავარი, მრგვალი ღილაკის დაჭერადობა და ახლა ის წნევაზე მუშაობს, სენსორის პრინციპით. სამწუხაროდ, აიფონს 7-ს აღარ აქვს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ყურსასმენის ჯეკი, თუმცა დამატებული აქვს 256GB-იანი მოდელი.

მოკლედ, თუ თქვენ აიფონ 7-ის ყიდვას გადაწყვეტთ, წინამორბედ მოდელებთან შედარებით ეს დეტალებია ხაზგასასმელი:

  1. ოდნავ გაუმჯობესებული ბატარეა
  2. უკეთესი კამერა
  3. სწრაფი ფუნქციონალი
  4. წყალგამძლეობა
მოდელის დეტალური მიმოხილვა

 

დასაწყისში დაბრუნება