მეორადი აიფონები - რატომ ინარჩუნებენ აქტუალობას?
მეორადი აიფონები 2013 წლიდან როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია მობილური ტელეფონების ბაზარზე. მაინც რაში მდგომარეობს მათი აქტუალურობის საიდუმლო?
სანამ ამ თემას მიმოვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის მეორადი აიფონები mobify.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ.
ჩვენი შეფასებით, გამოყენებული iPhone-ებზე მაღალ მოთხოვნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
- დაბალი ფასი ახალ მოდელებთან შედარებით
- ამერიკიდან ჩამოტანის შესაძლებლობა
- მოდელების ფართო არჩევანი
- განვადებით ყიდვის ბევრი ალტერნატივა
როცა საქმე დაბალ ფასს ეხება, აქ პირველ რიგში აიფონ 5s უნდა აღვნიშნოთ, ვინაიდან iPhone 5s ყიდვა 495 ლარად გახლავთ შესაძლებელი, მაშინ როცა, ახალი მოდელის ფასი 800 ლარამდეა და თანაც არჩევანი შეზღუდულია, აღარ შემოდის რა საქართველოში 16 GB Gold-ის გარდა სხვა მოდელები.
დაახლოებით მსგავსი განსხვავებაა სხვა ტელეფონებშიც, მათ შორის 6s-ის და 7-ის შემთხვევაში და ა.შ.
ტელეფონები ამერიკიდან
ამერიკიდან ტელეფონები განვადებით საკმაოდ რთული შესაძენია, მაშინ როცა, უმარტივესია მისი პირდაპირ იბეიდან ან ამაზონიდან გამოწერა. შესაბამისად, მობიფაი.ჯი და კიდევ რამდენიმე მსგავსი სერვისი სანდო პარტნიორებთან და ქართულ ბანკებთან თანამშრომლობით ამ პროცესს ამარტივებენ და ბევრად უფრო საიმედოს ხდიან, ვიდრე ამ საიტებზე შესვლა, ტელეფონის არჩევა, გამოწერა, ერთიანად თანხის გადახდა და არასასურველ მდგომარეობაში ჩამოსვლის შემთხვევაში მის უკან დაბრუნებასა და თანხის ჩარიცხვაზე ზრუნვაა.
უნდა აღინიშნოს,რომ Apple, უშვებს რა ძალიან ხშირად ახალ მოდელებს, ამ ბაზარს კიდევ უფრო ააქტიურებს. მომხმარებლები მიყვებიან თრენდს და როგორც თავიდან, როცა iPhone 6-ის გამოსვლასთან ერთად იმატა მოთხოვნამ 5s-ზე, დღეს ყველაზე გაყიდვადი მოდელი ამერიკიდან iPhone 7-ია, რასაც განაპირობებს ის, რომ 7-ის შემდეგ კიდევ 3 ახალი მოდელი გახლავთ გამოსული.
ჩვენს ბლოგზე, როგორც ყოველთვის უამრავი საინტერესო რჩევის წაკითხვა შეგიძლიათ, ამერიკიდან ტელეფონების გამოწერის, უსაფრთხოების, გადამოწმების მეთოდებისა და იაფად ყიდვის შესახებ, ასე რომ გადახედეთ ჩვენს წინა პოსტებსაც ან დაელოდეთ ახლებს :)
ბედნიერ შოპინგს გისურვეთ აიფონების სამყაროში!