iPhone 7
ყიდვა/ფასი/განვადება/მდგომარეობა
რა ღირს iPhone 7 ქართულ ბაზარზე?
როგორც წესი iPhone 7 თბილისში (32GB-იანი მოდელი) 1500-დან 1600 ლარამდე იყიდება.
ხოლო Mobify.ge-ზე მეორადი 32GB-იანი iPhone 7-ის გამოწერა ამერიკიდან 1299 ლარიდაა შესაძლებელი (ან განვადებით თვეში 68 ლარიდან).
თუმცა ფასი ერთადერთი პლიუსი არაა, რატომაც ღირს Mobify.ge-ს მეშვეობით აიფონ 7-ის ყიდვა:
- სმარტფონი ჩამოდის უნაკლო, სასაჩუქრე მდგომარეობაში.
- აქვს ყუთი და ორიგინალი აქსესუარები (ყურსასმენი, სიმის ამოსაღები და USB კაბელი).
- საჩუქრად მოყვება ბრონი, მანქანის დამტენი და ქეისი.
- ტელეფონი შექმნილია მაღალი სტანდარტის მქონე ამერიკული ბაზრისთვის, რის გამოც ბევრად ხარისხიანი და გამძლეა.
- არის გაუხსნელი, ანუ გაურემონტებელი, რაც თავისთავად გამორიცხავს რაიმე ხარვეზის არსებობას.
- არის Sim-free, ანუ ნებისმიერ ქართულ ქსელზე მუშაობს.
- თავისუფლად ისარგებლებთ 3G/4G ინტერნეტით.
- ამასთან, Mobify.ge უზრუნველყოფს მობილურის უფასო ტრანსპორტირებას ყველგან, სადაც საქართველოა.
დაზღვევა:
- სმარტფონს მოყვება ამერიკაში ყიდვის, ტრანსპორტირების და განბაჟების ოფიციალური დოკუმენტაცია.
- მომხმარებელი დაზღვეულია ყოველმხრივ, რადგან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში სურვილისამებრ ტელეფონი იცვლება ან თანხა ბრუნდება უკან.
- სმარტფონს აქვს 6 თვიანი გარანტია, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში სარგებლობას სახლიდან გაუსვლელადაც შეძლებთ. (განსხვავებით სხვა კომპანიებისგან სადაც, როგორც წესი სხვადასხვა საგარანტიო ცენტრებში გიწევთ მისვლა).
მოკლე მიმოხილვა:
iPhone 7 Apple-მა საზოგადოებას 2016 წლის სექტემბერში წარუდგინა და დღემდე რჩება კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად სმარტფონად, რადგან დეველოპერებმა მოახერხეს წინარე შეცდომების გასწორება/გაუმჯობესება.
უფრო კონკრეტულად კი სმატფონის წარმატება მისმა მოსახერხებელმა დიზაინმა (138.3 x 67.1 x 7.1 მმ), გაუმჯობესებულმა ფუნქციებმა და ხელმისაწვდომობამ განაპირობა.
აიფონ 7 წარმოდგენილია Rose Gold, Gold, Silver, Black, Jet Black ფერებში და
მომხმარებელს ტრადიციულად შეუძლია შეარჩიოს სასურველი შიდა მეხსიერება - 32 GB, 128 GB ან 256GB.
სმარტფონს აქვს უფრო ნათელი და ფერადი მონიტორი, წყალგამძლე დიზაინი, ორმაგი სფიქერი და გაუმჯობესებული 12MP-იანი წინა და 7MP-იანი სელფის კამერა.
iPhone 7-ის ფუნქციონირებას Li-Ion 1960 mAh ბატარეა უზრუნველყოფს, რომლის სასაუბრო დრო დაახლოვებით 14 საათია. ტელეფონის სწრაფ მუშაობას კი 2 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება განაპირობებს.
„ეფლმა“ ასევე შეცვალა მთავარი, მრგვალი ღილაკის დაჭერადობა და ახლა ის წნევაზე მუშაობს, სენსორის პრინციპით. სამწუხაროდ, აიფონს 7-ს აღარ აქვს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ყურსასმენის ჯეკი, თუმცა დამატებული აქვს 256GB-იანი მოდელი.
მოკლედ, თუ თქვენ აიფონ 7-ის ყიდვას გადაწყვეტთ, წინამორბედ მოდელებთან შედარებით ეს დეტალებია ხაზგასასმელი:
- ოდნავ გაუმჯობესებული ბატარეა
- უკეთესი კამერა
- სწრაფი ფუნქციონალი
- წყალგამძლეობა