ყველა საჭირო რჩევა iPhone 6-ის განვადებით ყიდვის მსურველთათვის

iPhone 6 თავის დროზე ნამდვილი ინოვაცია გახლდათ მსოფლიო მობილურების ბაზარზე და Apple-მა ამ მოდელით ინოვაციური ტექნოლოგიების მთელი ბუკეტი წარმოგვიდგინა.

გთავაზობთ ყველა საჭირო რჩევასა თუ ე.წ თრიქს, რომელიც განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს გამოადგებათ, რომლებსაც სურთ ჩვენს საიტზე აიფონ 6 განვადებით ან პირდაპირ ყიდვის მეშვეობით შეიძინონ.

რჩევები ძირითადად შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • ფოტო და ვიდეო გადაღება - რამდენიმე ფოტო ერთად, ღილაკზე ბევრჯერ დაჭერის გარეშე
  • ფოტოების და ვიდეოების დუბლირება და გადაკეთება
  • დამატებითი ზარები და ვიბრაციები
  • ნოუთების (თქვენი ჩანიშვნების) უსაფრთხოება, პასვორდის დაყენების მეთოდით, როგორც სრულად, ისე ინდივიდუალურად
  • ელემენტის გამძლეობა, ყველაზე უფრო "მძიმე" აპლიკაციების აღმოსაჩენად
  • უსაფრთხო ბრაუზინგი (ინტერნეტში საძიებო სისტემის შეცვლა)

iPhone 6 ყიდვა

რამდენიმე ფოტოს ერთდროულად გადაღება

უკვე აღარ გჭირდებათ რამდენიმე ფოტოს ერთობლივად გადასაღებად ღილაკზე რამდენჯერმე ხელის დაჭერა. შესაბამის აიკონზე ან ხმის ღილაკზე დაჭერით ჩაირთვება iPhone-ის Burst მოდა და შეძლებთ ფოტოების სერიად გადაღებას. თითოეული მათგანის დაფიქსირებას დაახლოებით ნახევარი წამი სჭირდება და ის იქამდე გაგრძელდება, სანამ ღილაკს ხელს არ აუშვებთ.

აიფონი - ფოტოების გადაღება

როგორ დავადუბლიროთ ჩვენი iPhone 6-ით გადაღებული ფოტო ან ვიდეო?

სანამ ამ ფუნქციას გაგაცნობდეთ, შეგახსენებთ, რომ ამერიკიდან, საუკეთესო ფასად მეორადი iPhone 6 განვადებით mobify.ge-ზე იყიდება. 

თუ გადაწყვიტეთ გადაღებული ფოტო ან ვიდეო დააედითოთ, სასურველია თუ ჯერ ორიგინალის ასლს შეინახავთ. ამისთვის ეფლის ეს მოდელი შესანიშნავ საშუალებას გთავაზობთ, შებრძანდით ფოტოების აპლიკაციაში, მონიშნეთ სასურველი ობიექტი, დააჭირეთ გაზიარების აიკონს ეკრანის უკუდირეს ქვედა მარცხენა კუთხეში და მონიშნეთ "დუბლირება".

iPhone 6 დუბლირება

როგორ დავამატოთ დამატებითი ვიბრაციები აიფონ 6-ზე?

ვიბრაციის დაყენება შემოსული ზარების ავტორების მიხედვით საკმაოდ კარგი გამოსავალია იმისთვის, რათა მიხვდეთ ვინ გირეკავთ. ამისთვის შეგიძლიათ ესე მოიქცეთ: დააჭირეთ "სეთინგებს", შემდეგ "საუნდს" და აირჩიეთ რინგტონი, თექსთტონი ან ნებისმიერი სხვა ტიპი შეტყობინება. შემდეგ დააჭირეთ "ვიბრაციას" ეკრანის ზედა ნაწილში, რომელიც გადაგიყვანთ ახალი ტიპის შეტყობინების შექმნის მენიუში, სადაც სრული თავისუფლება გაქვთ.

როგორ დავადოთ პასვორდი ნოუთებს?

iPhone-ის ნოუთებს საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს, აქ ნებისმიერი თქვენთვის საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა შეგიძლიათ. აიფონ 6 გაძლევთ საშუალებას, ნებისმიერი ამ ტიპის კონფიდენციალური მასალა პასვორდით დაიცვათ. ამისთვის კვლავ სეთინგებიდან, აირჩიეთ ნოუთების განყოფილება, შემდეგ - "პასვორდები", და დააყენეთ თქვენთვის სასურველი.

ასევე შეგიძლიათ ანალოგიურად მოიქცეთ მხოლოდ ინდივიდუალური, რომელიმე კონკრეტული და არა ყველა ნოუთისთვის. ამის გასაკეთებლად შეგიძლიათ გახსნათ შესაბამისი ნოუთი, დააჭიროთ გაშეარების ნიშანს და შემდეგ მონიშნოთ ნოუთის დაბლოკვა.

iphone 6 ელემენტის დაზოგვა

გავარკვიოთ რომელი აპლიკაციები მოიხმარენ თქვენი აიფონის ელემენტის დიდ ენერგიას

iPhone 6-ის ელემენტი ცალსახად ბევრად უფრო გამძლე გახლავთ ვიდრე ეფლის წინა მოდელები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ადევნოთ თვალყური იმ აპლიკაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარნენ და ეცადოთ, დაიცვათ თქვენი ბატარეა მალე დაცლისგან. 

ამისთვის, შებრძანდით სეთინგებში და დააჭირეთ "ბატარეას", სადაც სრული სტატისტიკის ნახვა შეგიძლიათ.

იმოგზაურეთ ინტერნეტში კვალის დატოვების გარეშე

iPhone 6 სტანდარტული საფარის ბრაუზერითაა აღჭურვილი, რომელიც ყველა ცნობილი ბრაუზერის ნაცვლად, თქვენს ინტერნეტში ძებნის დროს მოგზაურობის ისტორიას აღრიცხავს და ეს მონაცემები იქამდეა ხელმისაწვდომი, სანამ მას არ გაასუფთავებთ.

თუმცა გაქვთ საშუალება ისე ეწვიოთ სხვადასხვა ვებ-გვერდს ძებნისას, რომ "კვალი არ დატოვოთ" და არც არაფრის წაშლა არ მოგიწიოთ, ამისთვის შებრძანდით სეთინგებში, შემდეგ აირჩიეთ საფარი, დააჭირეთ საძიებო სისტემას და დააჭირეთ DuckDuckGo-ს.

დამატებითი რჩევები და ვიდეო მიმოხილვა

გარდა ზემოთ მოყვანილი საინტერესო ფაქტებისა, ამ მოდელს კიდევ უამრავი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომლებსაც ჩვენს სხვა პოსტებში შემოგთავაზებთ.

თუ აიფონ 6-ის ყიდვა გსურთ ან მაგალითად iPhone 5s-იდან გადასვლა, როგორც ამას ბევრი ჩვენი მომხმარებელი აკეთებს, მათ შორის ჩვენი ბლოგის საშუალებითაც, მაშინ ქვემოთ მოყვანილი ვიდეო ინსტრუქცია დამატებით კიდევ უფრო დაგეხმარებათ ამაში:

დასაწყისში დაბრუნება