მეორადი ტელეფონების ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნას მაღაზიები რეგულაციებს უკავშირებენ
გასული წლის მაისში პირველად ძალაში შესული და შემდეგ უკვე 2019 წლის იანვრიდან სრულად ამოქმედებული საბანკო რეგულაციები ელექტრო/ციფრული ტექნიკის ბაზარს მნიშვნელოვნად შეეხო და გაყიდვების ზოგადი შემცირება გამოიწვია, მათ შორის ცხადია, მობილური ტელეფონების მიმართულებითაც, რომელიც ამ მხრივ უკვე წლებია ყველაზე მზარდ სეგმენტს წარმოადგენდა.
კონკრეტულად, შემოსავლის მიხედვით დაწესებული ქვოტების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა მომხმარებლების კრედიტუნარიანობა, რამაც გავლენა იქონია განვადებების ბაზარზე, რაც შესყიდვების 70-80%-ს წარმოადგენდა და სანამ მომხმარებელი ასე ვთქვათ, მიეჩვევა პირდაპირ ყიდვის პრაქტიკას, იქამდე კლებითი ტენდენცია ნარჩუნდება.
ამ ფონზე, საინტერესოა, თუმცა ლოგიკური, რომ გაიზარდა მოთხოვნა მეორად ტელეფონებზე და ამის მიზეზი პირველ რიგში დაბალი ფასი და შესაბამისად, შედარებით ნაკლები ბარიერია განვადებით ყიდვის სურვილის დროს.
მეორადი ტელეფონების ბაზრის დეტალური მიმოხილვა ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ, დღეს უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული აქტიურობა Samsung-ის და iPhone-ის იმ მოდელებზე შეინიშნება, რომლებიც საქართველოში უკვე აღარ შემოდის.
მეორადი ტელეფონები განვადებით
თუ არსებული რეგულაციების გამო გადაწყვიტეთ, რომ მეორადი ტელეფონების განვადებით ყიდვა საუკეთესო არჩევანია, მაშინ Mobify სწორედ ის ადგილია, სადაც ეს ყველაზე მარტივად გამოგივათ.
ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის არსებობის 2 წლიანი ისტორიის მანძილზე, მომხმარებლებისგან მიღებულ დადებით გამოხმაურებებს ფეისბუქ გვერდებსა და საიტზე განთავსებულ შეფასებების განყოფილებებშიც ნახავთ, თუმცა დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ძირითადი უპირატესობებია:
- ტელეფონების ხარისხი
- მეორადი მობილურების საუკეთესო მდგომარეობა
- მაქსიმალურად დაბალი ფასი
- ფერების და მეხსიერების შეუზღუდავი არჩევანი
- განვადების მოსახერხებელი პირობები
- უფასო საკურიერო სერვისი
- 6 თვიანი, ანუ ყველაზე ხანგრძლივი გარანტია ამ ბაზარზე
ახალი არჩევანი მეორადი მობილურების მსურველთათვის
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მობიფაის გუნდმა გადაწყვიტა მომხმარებელს სიახლე შესთავაზოს და განათავსოს როგორც სამსუნგის, ისე აიფონის ის მოდელებიც, რომლებზეც აქამდე აქცენტი არ კეთდებოდა.
საუბარია უახლეს, iPhone 8, iPhone X და Samsung Gaalaxy S8, S8 Plus - ებზე, რომელთა ფასთა შორის სხვაობა, ახალსა და მეორადს შორის, მნიშვნელოვანი იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც ჩვენი ინტერნეტ მაღაზია მარაგდება, ამ მოდელებზე ჯერჯერობით რაოდენობრივი შეზღუდვაა, შესაძლოა შეზღუდული ვიყოთ ფერების ან მეხსიერების არჩევანში, თუმცა ამ პრობლემასაც მაქსიმალურად სწრადად გადავჭრით და რა თქმა უნდა, დამატებით გაცნობებთ ყველა საკონტაქტო არხის მეშვეობით.