როგორ შევიძინოთ iPhone 5s განვადებით?

თქვენს წინაშეა ჩვენი ახალი ბლოგ პოსტი, ძალიან ხშირად დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რის გასაკეთებლადაც, პირველ რიგში იმაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, Apple-ის ამ მოდელის ახალ მდგომარეობაში ყიდვა გვსურს თუ მეორადის, ასევე ჩამოტანა გვირჩევნია ამერიკიდან თუ ადგილზე ყიდვა და ბოლოს ფასებიც მიმოვიხილოთ.

iphone 5s

მეორადი ტელეფონების და მათ შორის iPhone 5s განვადებით საყიდლად რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლა გახლავთ საჭირო:

  • ნახოთ რა საფასო განსხვავებაა ახალ და მეორად მოდელებს შორის, ამისთვის შეგიძლიათ გადახედოთ ფასებს ნებისმიერ ქართულ ონლაინ მაღაზიაში, ახლის ღირებულების გასაგებად, ხოლო რაც შეეხება მეორადს, ამ შემთხვევაში iPhone 5s ფასი აუცილებლად Mobify.ge-ზე უნდა შეამოწმოთ;
  • თუ განსხვავება მნიშვნელოვანია და როგორც წესი ასეა, მაშინ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ, ანუ გადაწყვიტეთ, რომ სასურველ მობილურს არჩევთ იმ დიდ და რთულ ბაზარზე, რომელსაც მეორადი ტელეფონები ჰქვია.
  • აუცილებლად გადაამოწმეთ განვადების პირობები, თანაც სრულად, საპროცენტო განაკვეთიდან დაწყებული, პირდაპირ ყიდვისა და საგანვადებო ფასს შორის არსებული სხვაობით დამთავრებული, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ტელეფონის იაფად ყიდვა გსურთ.
  • ნახეთ, რა სხვაობაა პირობებსა და ტელეფონის მდგომარეობას შორის იმ შემთხვევაში როცა მას ადგილზე ყიდულობთ და მაშინ, როცა ამერიკიდან გამოწერა გსურთ; ამისთვის, კარგ რჩევებს ჩვენს ძველ პოსტში, მეორადი აიფონების შესახებ გაეცნობით;

მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი შეისწავლეთ, ისღა დაგრჩენიათ iPhone 5s სასურველი ფერით, Mobify.ge-ზე შეუკვეთოთ.

ამერიკიდან ჩამოსულ ტელეფონს მისამართზე უფასოდ მიიღებთ და თან 6 თვიანი გარანტიაც მოყვება, ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა ზოგადად, მობილურები თითქმის ახალ, სასაჩუქრე მდგომარეობაში ჩამოდის.

თუ ჩვენს შერჩეულ მოდელებს არ ენდობით, რაც უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან წლებია მეორადი მობილურების საუკეთესო ამერიკელ მომწოდებლებთან ვთანამშრომლობთ, შეგიძლიათ თავად აარჩიოთ სასურველი მათგანი რომელიმე ამერიკულ მაღაზიაში და მას განვადებით ჩამოგიტანთ, ოღონდ სამწუხაროდ, ხარისხზე პასუხისმგებლები ვეღარ ვიქნებით.

კითხვაზე, ორიგინალია თუ არა ტელეფონი, რომელსაც ყიდულობთ, პასუხი მარტივია, გადაამოწმეთ IMEI კოდი ან მიიტანეთ ნებისმიერ ხელოსანთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე 4000-მდე მომხმარებელი გვენდო და ძალიან იშვიათი დაგვიანებების გარდა, მათ ტელეფონი დროულად და საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი მიიღეს. 

დაგვიანებებს რაც შეეხება, ეს ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამერიკული რეისების შეფერხების გამო ხდება ხოლმე და მაქსიმუმ 4-5 დღიანია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ამის ალბათობა საერთოდ ნულამდე დავიყვანოთ და ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ გადამზიდთან.

Apple-ის სხვა, შედარებით ახალ მობილურებთან შედარებით, აიფონ 5ს-ის შემთხვევაში ამერიკიდან გამოწერას კიდევ ისიც უწყობს ხელს, რომ საქართველოში მხოლოდ Gold 16 GB-იანის ყიდვაღაა შესაძლებელი, მაშინ როცა ჩვენს მობილური ტელეფონების ინტერნეტ მაღაზიაში არჩევანი როგორ ფერების, ისე მეხსიერების მიხედვით შეუზღუდავია და მომხმარებელთა დიდი ნაწილიც, ფასში არსებული მცირე სხვაობის გამო ნაცვლად 16-ისა, 32 GB-იან მოდელებზე აკეთებს აქცენტს, ყველაზე პოპულარული ფერები კი Space Grey ანუ შავი ნაცრისფერში და Gold ანუ ოქროსფერი გახლავთ.

თუ მაინც ფიქრობთ, ღირს თუ არა ნდობა, კიდევ უფრო მარტივი გამოსავალი Mobify-ს Facebook გვერდზე სტუმრობაა, აქ უამრავი მომხმარებელია, რომელიც ტოვებს კომენტარებს, აკეთებს შეფასებებს და მათი გამოხმაურებების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ.

დასასრულს, გთავაზობთ iPhone 5-ის მოკლე მიმოხილვას, ვიდეო რევიუსთან ერთად:

ეკრანი 4 ინჩი (10.16 სმ)
პროცესორი 1.3 Ghz Dual Core
რეზოლუცია 640 - 1136 პიქსელი
წინა კამერა 1.2 მეგაპიქსელი
RAM 1 GB
ოპერაციული სისტემა iOs 7
მეხსიერება 16, 32, 64 GB
უკანა კამერა 8 მეგაპიქსელი
ბატარეის სიმძლავრე 1570 mAh
ახლის ფასი 640 ლარი
მეორადის ფასი (განვადება) 495 ლარი (თვეში 27 ლარი)

ვიდეო მიმოხილვა ინგლისურ ენაზე:

ხოლო მათთვის, ვისაც ინგლისურს რუსული ენა ურჩევნია, გთავაზობთ მიმოხილვას რუსულადაც. სულ მალე ჩვენს ოფიციალურ არხზე ქართულ განხილვებსაც განვათავსებთ: